პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლას სთავაზობს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს.
ლიეტუვური ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები სტუდენტებისთვის უფასოა და ჩატარდება კვირაში ორჯერ – ორშაბათსა და ოთხშაბათს, საღამოს საათებში. ლექციების ზუსტი დრო სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ დაზუსტდება.
ცენტრში სტუდენტებისთვის მოქმედებს არაერთი უფასო პროექტი:
- ლიეტუვური ენის შემსწავლელი სემესტრული სასწავლო კურსები ლიეტუვის უნივერსიტეტებში (სტიპენდიით);
- ლიეტუვური ენის შემსწავლელი ერთთვიანი ზამთრის და საზაფხულო კურსები (სტიპენდიით);
- სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა ლიეტუვის რესპუბლიკაში.
სტუ-ის სტუდენტებს, რომლებიც დაასრულებენ საბაკალავრო პროგრამას და შეისწავლიან ლიეტუვურ ენას, მიეცემათ შესაძლებლობა, ლიეტუვის რესპუბლიკის დაფინანსებით, უფასოდ განაგრძონ სწავლა ლიეტუვის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებზე.
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის პერიოდში, სტუდენტებს ასევე ენიშნებათ ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო სტიპენდია.
ამ ეტაპზე, ცენტრში იქმნება ლიეტუვური ენის შესწავლის მსურველ სტუდენტთა ახალი ჯგუფი, რომელში მოხვედრაც ნებისმიერი კურსის სტუდენტს შეუძლია.
სტუდენტებთან პირველი შეხვედრა გაიმართება 2026 წლის 7 ოქტომბერს, საღამოს. შეხვედრის ზუსტი დროისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ სატელეფონო ზარით, SMS-ის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მერაბ კოსტავას ქ. №69, მე-10 სასწავლო კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №216.
რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა.
მსგავსი
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....