სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის, დიზაინერის, ბიბლიოფილისა და საზოგადო მოღვაწის, პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მრავალრიცხოვან კოლეგებს. პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალებით ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა გამორჩეული შემოქმედი, რომლის ცხოვრება დაკავშირებული იყო ქართული სიტყვის, კულტურის, წიგნისა და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვასთან.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებთ პაატა ნაცვლიშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

პაატა ნაცვლიშვილის მრავალმხრივი შემოქმედებითი და პროფესიული გზა ათწლეულების განმავლობაში ქართული სიტყვის, წიგნის, ჟურნალისტიკისა და ეროვნული კულტურის სამსახურს უკავშირდებოდა. იგი ერთდროულად იყო ჟურნალისტი და მწერალი, პოეტი და მხატვარი, რედაქტორი და გამომცემელი, დიზაინერი და მკვლევარი, ბიბლიოფილი და ფილატელისტი. ამ მრავალფეროვან საქმიანობას კი ერთი მთავარი მიზანი აერთიანებდა –  ქართული კულტურული მეხსიერების შექმნა და დაცვა.

პაატა ნაცვლიშვილის მოღვაწეობიდან ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების მოღვაწეობის შესახებ, იმდენად, რამდენადაც სწორედ ეს ორი ბუმბერაზი პიროვნებაა მჭიდროდ დაკავშირებული საქართველოში საინჟინრო განათლების, ტექნიკური აზროვნებისა და ქართული საინჟინრო სკოლის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიასთან. მის მიერ ნიკოლაძეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა განსაკუთრებით ფასეულია ჩვენთვის, რადგან ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებრივი და ტექნიკური აზროვნება, ხოლო გიორგი ნიკოლაძის სამეცნიერო, საინჟინრო, სპორტული და საგანმანათლებლო მოღვაწეობა იმ ინტელექტუალური მემკვიდრეობის ნაწილია, რომლის გაგრძელებასა და განვითარებას დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ემსახურება.

პაატა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვისი დამსახურებითაც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე შემორჩენილი სახელები კი არა, დიდი ქართული ინტელექტუალური და საინჟინრო ტრადიციის ფუძემდებლები და სათავეებთან მდგომი მეცნიერები არიან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას  პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე


მსგავსი

სიახლეები

სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

სიახლეები

სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?