სტუ-ის რექტორი პროფესორ შენგელი ფიცხელაურს, იუბილესა და ძიუდოში პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მინიჭებას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გამორჩეულ მკვლევარს, სადისერტაციო საბჭოს წევრს, ცნობილ სამართალმცოდნეს, ღვაწლმოსილ პედაგოგსა და მრავალი სტუდენტის აღმზრდელს, ღირსების ორდენის კავალერსა და „საბრძოლო დამსახურებისთვის“ მედლის მფლობელს, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სპორტსმენს, გენერალ-მაიორ, პროფესორ შენგელი ფიცხელაურს 80 წლის იუბილეს და ძიუდოში ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო საკვალიფიკაციო ხარისხის – მე-8 დანის მინიჭებას ულოცავს.
ქართული ძიუდოს ერთ-ერთ პიონერსა და ლეგენდას, ევროპისა და მსოფლიოს საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულს, პროფესორ შენგელი ფიცხელაურს პრესტიჟული ჯილდო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) პრეზიდენტის მარიუს ვიზერის სახელით, IJF-ის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) პრეზიდენტმა, დოქტორმა ლასლო ტოთმა გადასცა. ლეგენდარული სპორტსმენის დაჯილდოება მისი 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროფესორი შენგელი ფიცხელაური პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც სპორტის აღნიშნული სახეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უაღრესად პრესტიჟული და ელიტარული ხარისხი მიენიჭა.
„ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროფესორ შენგელი ფიცხელაურის განსაკუთრებულ ღვაწლს. ბატონი შენგელი მრავალწლიანი აკადემიური საქმიანობის პარალელურად, ქართული ძიუდოს ცოცხალი ლეგენდაა. ის საერთაშორისო კლასის სპორტსმენი, მწვრთნელი და სპორტის ორგანიზატორია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ღირსეულად ემსახურა ქართული ძიუდოს განვითარებასა და მისთვის საერთაშორისო ავტორიტეტის მოპოვებას. სწორედ ამ გამორჩეული ღვაწლის, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული ბრწყინვალე შედეგებისა და ძიუდოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღიარებაა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ მისთვის გადაცემული უაღრესად საპატიო ჯილდო. პროფესორი შენგელი ფიცხელაური მე-8 დანის მფლობელი პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა!
ბატონი შენგელი ჩვენი უნივერსიტეტის ღირსეული წარმომადგენელია. ცნობილ სამართალმცოდნეს, გამორჩეულ მეცნიერსა და პედაგოგს თავისი პროფესიონალიზმით და მდიდარი გამოცდილებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გაძლიერებასა და ახალი თაობების აღზრდაში. მისი მრავალწლიანი საგანმანათლებლო, კვლევითი და საზოგადოებრივი საქმიანობა არაერთი სტუდენტისა და ახალგაზრდა იურისტისთვის პროფესიონალიზმისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითია.
ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ბატონ შენგელი ფიცხელაურს 80 წლის იუბილესა და უდიდეს საერთაშორისო აღიარებას. ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მხნეობას და კიდევ მრავალ წარმატებას როგორც აკადემიურ, ისე სპორტულ, საზოგადოებრივ თუ სახელმწიფოებრივ საქმიანობაში“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....