შემოსავლების სამსახურის 23 მებაჟე-ოფიცერს სერტიფიკატები გადაეცა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 23 მებაჟე-ოფიცერს სპეციალიზებული სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მებაჟე-ოფიცრებმა გაიარეს სპეციალიზებული კურსი – „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობის შემფასებელთა მომზადება“. სწავლების მიზანი საზღვარზე საბაჟო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდა და კეთილშობილი ლითონებისა და ძვირფასი ქვების იდენტიფიცირებისა და შეფასების მიმართულებით თანამშრომელთა პროფესიული კომპეტენციების განვითარება იყო.

სერტიფიკატები კურსდამთავრებულებს გადასცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი თევდორაძემ, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ, კურსის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემ და კურსის მასწავლებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა გაჩეჩილაძემ.

სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობის შემფასებელთა“ სპეციალიზებული კურსი 1997 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში 4000-ზე მეტი სპეციალისტია მომზადებული. მათ შორის არიან ძალოვანი უწყებების, შემოსავლების სამსახურის, საბანკო სექტორის, საიუველირო სალონებისა და კერძო ლომბარდების წარმომადგენლები.

„სასწავლო პროგრამა – „გემოლოგია და საექსპერტო საქმე“ – მოიცავს როგორც სრულფასოვან თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას. კურსი ხორციელდება კვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით, თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და მიზნად ისახავს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების შეფასების სფეროში აუცილებელი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

სასწავლო პროცესში გამოყენებულია უახლესი თეორიული მასალები, სამეცნიერო ლიტერატურა, საერთაშორისო სტანდარტები, ინტერნეტრესურსები, სპეციალიზებული კოლექციები და თანამედროვე ხელსაწყო-დანადგარები. პრაქტიკული მეცადინეობები ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობს და მსმენელთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წლების განმავლობაში დაგროვილი კოლექციების შესწავლასა და პრაქტიკულ ანალიზს, რასაც თან ახლავს დისკუსიები და პროფესიული გამოცდილების გაზიარება.

თითოეული სასწავლო კურსი ტესტირებით სრულდება. დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში მსმენელს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ენიჭება“.

– პროფესორი თამარ ლომინაძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსია პროფესიული კადრების მომზადებისა და შესაბამისი დარგის განვითარებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკული დანიშნულება საბაჟო კონტროლის სფეროში, სადაც ძვირფასი ლითონებისა და ქვების სწორად იდენტიფიცირებასა და შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ოჯახს...

სიახლეები

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა

„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ...

Placeholder
სიახლეები

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა...

სიახლეები

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები „თიბისი კონცეპტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესტექნოლოგიების...

სიახლეები

ქართული დიპლომატიის დღის ფარგლებში წიგნის – „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ასლან აბაშიძისა და გიორგი ლობჟანიძის წიგნის...

სიახლეები

სტუ-ში ევროკავშირის HORIZON EUROPE-ის პროექტის FORGE-AI-ის ფარგლებში საერთაშორისო ვორქშოპი -„განვითარების პროგრამა #2“ დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტის FORGE-AI-ის მორიგი საგანმანათლებლო-პრაქტიკული ღონისძიება -  ვორკშოპი...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?