სტუ-ის რექტორი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი მეცნიერის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო.
„თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალებით ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა გამორჩეული მეცნიერი, მკვლევარი და ინოვატორი, რომლის მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მნიშვნელოვანი წვლილია ქართული საინჟინრო მეცნიერებისა და ტექნოლოგიური დარგების განვითარებაში.
მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა საავტომობილო ძრავების სიმძლავრის, ეკონომიური და ეკოლოგიური მაჩვენებლების კვლევასა და გაუმჯობესებას, ძრავებში ალტერნატიული საწვავის გამოყენებას, ახალი ტექნოლოგიური მანქანების შექმნას, სამანქანო სისტემების დინამიკური პროცესებისა და მყარი სხეულების დარტყმითი პროცესების შესწავლას, რობოტიზებული სისტემების დამუშავებასა და ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენებას.
2006 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა პრიორიტეტულ სამეცნიერო პროგრამას – „ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავება მანქანათმშენებლობასა და სატრანსპორტო საშუალებებში“, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კვლევები განხორციელდა დისტანციურად მართვადი მობილური მანქანების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების ჩარხების შექმნისა და სამანქანო სისტემების დინამიკური პროცესების მიმართულებით.
თამაზ ნატრიაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. მიღებული აქვს 11 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე და პატენტი. მისი ცოდნა, გამოცდილება, სამეცნიერო მიღწევები და ინოვაციური ხედვა მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული მეცნიერებისთვის.
თამაზ ნატრიაშვილის სახელი და ღვაწლი მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული სამეცნიერო საზოგადოების ისტორიაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მოწაფეებს და უსამძიმრებს მათ ამ მძიმე დანაკარგს.
შვილის გარდაცვალებით გამოწვეული აუნაზღაურებელი ტკივილის მიუხედავად, მან ღირსებითა და თავდადებით განაგრძო ცხოვრება და მოღვაწეობა. დღეს კი მისი წასვლით კიდევ ერთი მძიმე დანაკლისი განიცადა ოჯახმა, მეგობრებმა და სრულიად ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად სამეცნიერო საზოგადოებას“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასშტაბურ საერთაშორისო ტრენინგს – „Forge AI Uplift Program №2“-ს მასპინძლობს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით რიგით მეორე ინტენსიური სასწავლო ტრენინგი - „Forge AI Uplift Program №2“ - ჩატარდება....
სტუ-ის რექტორი ჯაბა სამუშიას მამის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს თსუ-ის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას მამის, გიორგი (გოგი)...
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ჰიპერმარკეტ „მოდუსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მოდუსის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს...
„ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები და გარემოს ინჟინერია“ – VI საერთაშორისო სემინარი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - „ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები და გარემოს ინჟინერია“ გაიმართა. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებამ სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებსა...
აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სტუ-ში
„ენა მხოლოდ სიტყვათა ერთობლიობა არ არის. ის ხალხის ისტორიული გამოცდილების საცავი, სამყაროს აღქმის განსაკუთრებული ფორმა, წინაპართა ხსოვნა და მომავალი თაობებისთვის...
ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: სტოქასტური ანალიზის და მათემატიკური მოდელირების განყოფილება: მთავარი მეცნიერი...