სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა კომპანიის საქმიანობის, სტაჟირების პროგრამების შესახებ სიახლეები და სამომავლო დასაქმების რეალურ პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან აფილირებული SOCAR Midstream Gas Operations-ი (SMGO) მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან იმ მიზნით, რომ საინჟინრო მიმართულებების სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სათავო ოფისსა და საქართველოს წარმომადგენლობაში სტაჟირების პროგრამებში ჩართოს.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, SMGO-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტების ბაკალავრები, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
ახალგაზრდებს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლები უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ და სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ წარუდგინეს.
SMGO-ის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია რეგიონულ და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და ახორციელებს გაზის სახმელეთო ექსპორტის მილსადენების, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP), ტრანსანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენის (TANAP) და ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) მართვა-ზედამხედველობას. მათ SMGO-ის საქმიანობისა და სიახლეების შესახებ ისაუბრეს და კომპანიის სახელით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით სტაჟირების სხვადასხვა პროგრამა შესთავაზეს.
როგორც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, თანამშრომლობა ისეთ მსხვილ კომპანიასთან, როგორიცაა SOCAR Midstream Gas Operations-ი (SMGO), სტუ-ის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მასშტაბური პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალურ შანსს აძლევს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ორიენტირებულია სტუდენტებს მაღალი დონის პრაქტიკული და კარიერული შესაძლებლობები შეუქმნას. SOCAR Midstream Gas Operations-თან პარტნიორობა ჩვენს საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, თეორიული ცოდნა რეალურ, მასშტაბურ და საერთაშორისო პროექტებში გამოიყენონ. საექსპორტო მილსადენების მართვისა და ზედამხედველობის პროცესებში მონაწილეობა, როგორც კომპანიის სათავო ოფისში, ისე საქართველოს წარმომადგენლობაში, ჩვენი ბაკალავრებისა და მკვლევრებისთვის პროფესიული ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ის ფაქტი, რომ SMGO მათ არა მხოლოდ სტაჟირებას, არამედ სამომავლო დასაქმების პერსპექტივასაც სთავაზობს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმა კომპანიებმა, მათ შორის რეგიონულმა, ახალგაზრდებს რეალური სამუშაო გარემო შესთავაზონ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რაც გრძელვადიანი ინვესტიციაა ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაში. კომპანიის მზაობა სტაჟირებისა და სამომავლო დასაქმების პროგრამებში აქტიურად ჩართოს ჩვენი სტუდენტები, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, ხაზს უსვამს ამ შეხვედრის როგორც საგანმანათლებლო, ისე რეგიონულ მნიშვნელობას“.
– ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე
უნივერსიტეტის სტუდენტები, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების მხარდაჭერით, SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს პირველად გასულ სასწავლო წელს შეხვდნენ. რიგით მეორე, მიმდინარე სასწავლო წლის შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სივრცეში გაიმართა.
მსგავსი
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...
პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა...
„მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის – 2026“ – მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში სტუ-მ მონაწილეობა მიიღო
„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივებისა და აკადემიურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მეცნიერება უნდა გასცდეს უნივერსიტეტების აუდიტორიებისა...
საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის გაცნობას, სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და მხარდაჭერის შესაძლებლობების...
CSU/SDSU AI კვლევა – ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების მონაწილეობით
21 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (San Diego State University – SDSU), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ბორის ბოქოლიშვილს 90 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ღირსების ორდენოსან...
