„სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ იწყება


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებისა და ახალგაზრდების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდის მიზნით, შიდასაუნივერსიტეტო პროექტი – „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“, იწყება.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ფაკულტეტებს შორის შეჯიბრებების გზით სტუდენტთა სპორტული, ინტელექტუალური და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენას, ჯანსაღი კონკურენციის წახალისებასა და სტუდენტებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.

სტუდენტურ თამაშებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

პროექტის გახსნის ღონისძიება 2026 წლის 25 ოქტომბერს, „ლისი ლემანსის“ ტერიტორიაზე გაიმართება. სტუდენტური თამაშები ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება და სპორტულ, ინტელექტუალურ და კულტურულ-შემოქმედებით აქტივობებს გააერთიანებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

სპორტული მიმართულება

  • პადელი
  • კარტინგი
  • 3×3 კალათბურთი
  • მაგიდის ჩოგბურთი
  • დარტსი
  • მშვილდით სროლა
  • ბოულინგი
  • ბილიარდი
  • მკლავჭიდი
  • ჭადრაკი
  • შაში
  • ნარდი
  • FIFA 2027
  • ქუჩის ფეხბურთი
  • ფუტსალი
  • ქართული ჭიდაობა
  • ბადმინტონი
  • 7-კაცა რაგბი
  • ხელბურთი
  • კალათბურთი
  • ფრენბურთი
  • ცურვა
  • კლდეზე ცოცვა
  • სასტენდო სროლა
  • GTU-GAME
  • მარათონი

ინტელექტუალური მიმართულება

  • „რა? სად? როდის?“
  • სპორტული ვიქტორინა
  • „წიგნების თარო“
  • ესეების კონკურსი
  • დებატები

კულტურულ-შემოქმედებითი მიმართულება

  • ხატვა
  • ქართული ხალხური ცეკვა
  • თანამედროვე ცეკვა
  • სოლო სიმღერა
  • დუეტი
  • ქართული ხალხური სიმღერა
  • თეატრალური დადგმა
  • ფოტოკონკურსი
  • გამოფენა

პროექტის დასკვნით ეტაპზე გამოვლინდებიან „საუკეთესო ფაკულტეტი“ და „საუკეთესო გულშემატკივარი“, რომლებსაც ფულადი პრიზები გადაეცემათ.

„სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტური ცხოვრების განვითარებას, ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთიანი საუნივერსიტეტო გარემოს ჩამოყალიბებას.


მსგავსი

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა ARTFF 2026-ზე მიღებული გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების ჭრილში შეაფასეს

„უმაღლესი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც აკადემიური ცოდნა რეალურ პროფესიულ გამოცდილებასა და თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასთან ბუნებრივად...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის მაგისტრანტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ერთწლიანი სტაჟირება გაიარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, გამოყენებითი გეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, მეორე კურსის სტუდენტმა ელენე ჩიკვილაძემ  საერთაშორისო...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტები და პროფესორები ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორები...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტმა რაჭაში ზედა ცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული კვლევა ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა რაჭაში საველე-გეოლოგიური კვლევა ჩაატარა. სტუდენტმა რატი რაჭველიშვილმა კვლევა...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ისინი ერთთვიანი პრაქტიკული...

სიახლეები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?