სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე თიენძინის უნივერსიტეტის პრეზიდენტს და დელეგაციას შეხვდა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, თიენძინის უნივერსიტეტის პრეზიდენტს და დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელების პერსპექტივები და მეგობარ უნივერსიტეტთან სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები განიხილეს. 

თიენძინის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ჯინ დონგანს, ვიცე-პრეზიდენტს მინგ დონგს, ინტელექტისა და გამოთვლების კოლეჯის დეკანს ლი კექიუს, სამშენებლო სკოლის დეკანს ში იანჩაოს, საერთაშორსო განათლების სკოლის დეკანს ლი ქიანგს, საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისის დირექტორს ჟანგ ლინგის,უცხოური ენების სკოლის ლექტორს ლი ანქის, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თიენძინის უნივერსიტეტს შორის კოლაბორაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას გააღრმავებს და მხარეებს მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთობლივად დანერგვის საშუალებას მისცემს. 

Cover gtu (2).jpg

„ჩინეთი მსოფლიო ბაზარზე მეცნიერებატევადი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ეს სწორედ ის მოდელია, რამაც შეიძლება საქართველო ეკონომიკურად გააძლიეროს, იმ შემთხვევაში, თუ სწორ მიმართულებას ავირჩევთ და გავითვალისწინებთ მოცემულობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაა მისაღები.

ამ ფონზე კი, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს მხრიდან პირველები, ვინც ჩინეთის საინჟინრო აკადემიასთან თანამშრომლობა დაიწყო და რითაც არაერთი დიდი პროექტის ინიციირება მოხდა.

რამდენიმე წელია უნივერსიტეტში მოქმედებს ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. ეს არის კვლევაზე ორიენტირებული აკადემიური ცენტრი, რომლის ანალოგიც საქართველოში აქამდე არ ყოფილა. ცნობილია, რომ თიენძინის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესია, სადაც შეიქმნა პირველი საჰაერო ძრავა და უპილოტო საჰაერო აპარატი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს.

უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შეტანილი წვლილი მსოფლიო კოსმონავტიკის განვითარებაში ფასდაუდებელია. 1999 წლის 23 ივლისს, სტუ-ის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის ჩართულობით, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი – რეფლექტორი ორბიტაზე გავიდა. ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ NASA – თან თანამშრომლობას. ასევე, ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან.

Cover gtu.png (3).jpg

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის ჩინელ კოლეგებთან. ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

თიენძინის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს საინტერესო და საქმიანი შეხვედრისთვის. როგორც ჯინ დონგანმა აღნიშნა, სამუშაო ვიზიტის მიზანს  საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა, რის შედეგადაც, უნივერსიტეტებს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 

შეხვედრის დასასრულს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თიენძინის უნივერსიტეტის დელეგაციამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტსა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე არსებული სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები დაათვალიერა. 


მსგავსი

სიახლეები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...

სიახლეები

სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...

სიახლეები

„საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველმა კურსდამთავრებულებმა სადიპლომო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ისინი არიან ახალი...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი,...

სიახლეები

სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს დაბადების დღეს ულოცავს

„ქალბატონო რუსუდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად და დიდი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს!...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?