სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

მასპინძელი უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა გია ჭიჭინაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ ჩინური უნივერსიტეტის პროფესორებს – ვეი ფენგს, გუო ჟინგუანსა, რენ ქსიაოქსიუნს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთი უნივერსიტეტების წამატებულ პროექტებზე ისაუბრეს, მომავალი თანამშრომლობის მიმართულებით ორმხრივ მიმზიდველი სფეროები განიხილეს, ასევე, ყურადღება გამახვილდა ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობებზე.

როგორც ზურაბ გუდავაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა გააღრმავებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას დარგობრივი მიმართულებით და ამასთან ერთად, მხარეებს ინოვაციური მიდგომების ერთობლივად დანერგვის საშუალებას მისცემს. მისი თქმით, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვლევითი მეთოდების გაცვლას, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების, საერთაშორისო საგრანტო ინიციატივებისა და აკადემიური პროგრამების განვითარებას. სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები, საერთო კვლევების განხორციელება და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში აქტიური ჩართულობა ორივე უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობისა და ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მაღალი ხარისხის განათლებისა და ინოვაციური კვლევების განვითარებისათვის.

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის პროფესორმა ვეი ფენგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საინტერესო და საქმიანი შეხვედრისთვის. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი საინჟინრო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოტენციალი აქვს, რაც ორ უნივერსიტეტს შორის გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის მყარ საფუძველს ქმნის. პროფესორმა ფენგმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი კონკრეტული შეთანხმებებსა და სამომავლო ერთობლივ ინიციატივებს დაუდებს საფუძველს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიები დაათვალიერა.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

Placeholder
სიახლეები

იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...

მემორანდუმი

სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...

Placeholder
სიახლეები

პროფესიული კურსები სტუდენტებისთვის

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის  სასწავლო კურსებს იწყებს. 28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ასოციაცია გრენა პირველკურსელებს  ორ...

sashemodgomo gare mobiloba 2026-2027 gtu
სიახლეები

სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტობას ულოცავს და მათ შემეცნებითა და...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?