სტუ-ის რექტორი გამორჩეული მკვლევრისა და ინჟინრის, გურამ ამყოლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული მკვლევრის, ინჟინრისა და პედაგოგის – პროფესორ გურამ ამყოლაძის გარდაცვალების გამო.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატისა და აკადემიური საბჭოს სახელით, გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეული კოლეგის – პროფესორ გურამ ამყოლაძის გარდაცვალების გამო.
ბატონი გურამი ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მომავალი თაობების აღზრდას. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით განხორციელდა ქვეყნისთვის სტრატეგიული არაერთი პროექტი, ხოლო საინჟინრო და ეკონომიკურ მეცნიერებათა მიმართულებით მისი დანატოვარი მდიდარი აკადემიური მემკვიდრეობა – 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 12 სახელმძღვანელო – ფასდაუდებელი შენაძენია ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის.
პროფესორმა გურამ ამყოლაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ენერგეტიკის, საწარმოთა ეკონომიკისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების განვითარებაში. მისი მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მომავალი თაობებისთვის ყოველთვის დარჩება პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულების მაგალითად. მის სახელს უკავშირდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების, მათ შორის „საქენერგოს“ მართვის ავტომატიზებული სისტემების დამუშავება. გურამ ამყოლაძის სამეცნიერო ნაშრომებმა და სახელმძღვანელოებმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ საინჟინრო და ეკონომიკურ აზროვნებაში.
ჩვენი უნივერსიტეტის სახელით, გულწრფელად ვუთანაგრძნობ გურამ ამყოლაძის ოჯახს, მის კოლეგებს ენერგეტიკის ფაკულტეტიდან, ახლობლებსა და აღზრდილთა მრავალათასიან არმიას. ღვაწლმოსილი პედაგოგისა და კეთილშობილი პიროვნების ხსოვნა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში“.
-აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტობას ულოცავს და მათ შემეცნებითა და...
პირველკურსელთა საყურადღებოდ!
იმ პირთა პირველადი რეგისტრაცია, ვინც 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუ-ის საბაკალავრო და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის...
სტუ ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პროფესორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, საინჟინრო მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრის - გიორგი...
სტუ-ის რექტორი გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს და ჯანმრთელობას,...
სტატიებისა და პროფესიული მასალის გამოქვეყნება EEDA Newsletter-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს EEDA Newsletter-ის მომდევნო გამოცემებში სიახლეების, მოკლე სტატიებისა და პროფესიული მასალის გამოქვეყნების შესაძლებლობა ეძლევათ. EEDA Newsletter არის...