საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ ვაჟა გელეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პედაგოგის, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრის – ვაჟა გელეიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.

„86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი მეცნიერი, გამორჩეული პედაგოგი, ღირსეული მოქალაქე, პროფესორი ვაჟა გელეიშვილი – სხვადასხვა თაობის ინჟინერ-გეოლოგთა და მკვლევართა აღმზრდელი, რომლის მრავალწლიანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პროფესიული საქმიანობა ორგანულად უკავშირდებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქვეყანაში გეოლოგიის დარგის განვითარებას.

განსაკუთრებულია მისი წვლილი გამოყენებითი გეოლოგიისა და მინერალური რესურსების კვლევის თანამედროვე მიმართულებების გაძლიერება-სრულყოფაში. მაღალი პროფესიონალიზმით და სამეცნიერო ავტორიტეტით მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც ქართულ მეცნიერებაში, ისე მრავალი თაობის სპეციალისტთა პროფესიულ დახელოვნებასა და პიროვნულ ჩამოყალიბებაში, ხოლო საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში პროფესორი ვაჟა გელეიშვილი ღირსეულად წარმოაჩენდა საქართველოსა და თავის ალმა-მატერს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და მისი სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ვაჟა გელეიშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მის აღზრდილებს, ასევე სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, სტუდენტებს. პატივს მივაგებთ ჩვენი ღვაწლმოსილი პროფესორის სამეცნიერო მემკვიდრეობასა და მის განსაკუთრებულ ღვაწლს უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

Placeholder
სიახლეები

იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...

მემორანდუმი

სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...

Placeholder
სიახლეები

პროფესიული კურსები სტუდენტებისთვის

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის  სასწავლო კურსებს იწყებს. 28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ასოციაცია გრენა პირველკურსელებს  ორ...

sashemodgomo gare mobiloba 2026-2027 gtu
სიახლეები

სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტობას ულოცავს და მათ შემეცნებითა და...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?