საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი, პედაგოგები და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის – გუგა გურგენაშვილის კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლამისყანის მიმდებარედ, მდინარე ქსანში ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებენ ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატისა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სტუდენტის, გუგა გურგენაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ნიჭიერი და სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდის, მომავალი არქიტექტორის დაკარგვა მოუშუშებელი ტკივილია ჩვენი დიდი ოჯახისთვის. ამ ტრაგიკულ წუთებში რთულია გადმოსცე ის ტკივილი, რომელსაც ასეთი უმძიმესი დანაკარგი იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ გუგამ მხოლოდ ერთი წელი დაჰყო უნივერსიტეტის კედლებში, მან მოასწრო თბილი და ნათელი კვალი დაეტოვებინა პედაგოგებსა და მეგობრებში. რომ არა ეს სულისშემძვრელი ბედუკუღმართობა, ის აუცილებლად მიაღწევდა მიზანს, იტყოდა თავის სათქმელს. ვუსამძიმრებთ გუგას ოჯახს, გამძლეობა და სულის სიმტკიცე მის მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, პედაგოგებს. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე


მსგავსი

sashemodgomo gare mobiloba 2026-2027 gtu
სიახლეები

სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტობას ულოცავს და მათ შემეცნებითა და...

bachelor first year students GTU
სიახლეები

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

იმ პირთა პირველადი რეგისტრაცია, ვინც 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუ-ის საბაკალავრო და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის...

სიახლეები

სტუ ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პროფესორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, საინჟინრო მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრის - გიორგი...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს და ჯანმრთელობას,...

Placeholder
სიახლეები

სტატიებისა და პროფესიული მასალის გამოქვეყნება EEDA Newsletter-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს EEDA Newsletter-ის მომდევნო გამოცემებში სიახლეების, მოკლე სტატიებისა და პროფესიული მასალის გამოქვეყნების შესაძლებლობა ეძლევათ. EEDA Newsletter არის...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?