სტუ-ის რექტორი ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი პოეტის – ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებას და მრავალრიცხოვან მკითხველს.
„ქართულმა ლიტერატურამ დაკარგა ყველასთვის საყვარელი, გამორჩეული შემოქმედი, რომელმაც თავისი ორიგინალური ხედვითა და განსაკუთრებული ხელწერით ქართულ პოეზიაში ახალი სიტყვა, ახალი სტილი დაამკვიდრა.
ამქვეყნად „შემოირბინა წუთით“, უყვარდა ქართულად, სძულდა ქართულად, სწამდა ქართულად, წერდა ქართულად და ასე აქცია ეს ერთი წუთი საუკუნედ. დაგვიტოვა გასაოცრად გულწრფელი და გამორჩეული პოეზია, რომელმაც სიტყვას ახალი ჟღერადობა, ახალი რიტმი და განსაკუთრებული გამომსახველობა შესძინა. მისი ლექსები მარად იცოცხლებს, რადგან ნამდვილი პოეტი არასოდეს გვტოვებს – მისი სიცოცხლე ლექსის რითმებში გრძელდება.
წავიდა და თან წაიღო უმძიმესი ტკივილი – სახელად ირაკლი ჭანტურია. სწორედ ამ განუზომელი ტრაგედიის შემდეგ დაწერა ლექსად ქცეული ანდერძი, რომელშიც თითქოს თავისი ხვედრიც წინასწარ ამოთქვა: „უპანთეონოდ გავალ იოლად / ჰქონდეთ დიდუბე სხვებს ჩემი წილი / რა სჯობს როდესაც მარადიულად / გვერდიგვერდ წვანან მამა და შვილი“.
ვუსამძიმრებთ ტარიელ ჭანტურიას ოჯახს, მეგობრებს, ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებას, მის მრავალრიცხოვან მკითხველს – ვიზიარებთ მათ დიდ ტკივილს. მარადიული სასუფეველი საყვარელ პოეტს და მის ძვირფას შვილს“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....
UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში
GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...