სტუ-ის რექტორი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს
21 მარტს საქართველოში ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს და პროფესიულ წინსვლას უსურვებს.
„ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, გისურვებთ პროფესიულ წარმატებებს. მედიის ობიექტურობა დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმაღლესი სკოლაა, სადაც მომავალი ჟურნალისტებიც ეუფლებიან ამ მეტად საპასუხისმგებლო პროფესიას. მინდა, ჩვენს სტუდენტებს ვუსურვო წარმატებები სამომავლო საქმიანობაში – იყავით თავისუფლები, დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები.
აქვე, შეუძლებელია არ გავიხსენოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჟურნალისტები, უფალმა დაუმკვიდროს მათ სასუფეველი. თქვენ კი, მოქმედ თუ მომავალ ჟურნალისტებს, არასოდეს გამოგეცადოთ ომის სუსხი. მშვიდობა საქართველოს და მსოფლიოს!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს. წარმატებები თქვენ!“
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...