სტუ-ის რექტორი ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის ყოფილი პრორექტორის, თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტის, აგროკონსორციუმ „წეროვანის” ყოფილი გენერალური დირექტორის, სტუ-ის „ოქროს მედლის“ კავალერის ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, გარდაცვლილის კოლეგებს, მეგობრებსა და აღზრდილებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. ბატონი ოთარი ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩვენს ქვეყანას. მან თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით ნათელი კვალი დატოვა როგორც უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის სამეცნიერო და საზოგადოებრივ სივრცეში. ბატონი ოთარ წეროძე გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და პრინციპულობით, რაც მას ღირსეულ ხელმძღვანელად, კოლეგად და ჭეშმარიტ მენტორად აქცევდა.
ბატონ ოთარ წეროძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებაში. წლების მანძილზე მისი თავდაუზოგავი შრომა, სტრატეგიული ხედვა და პროფესიული გამოცდილება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის გაფართოებისა და საერთაშორისო ავტორიტეტის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა, რისთვისაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს – ბატონო ოთარ, მადლობას გიხდით ყველაფრისათვის!“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...