სტუ-ის სტუდენტები MVNO-ს შესახებ ინფორმაციას გაეცნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კომუნიკაციების კომისიის(ComCom) წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საჯარო ლექცია გამართა.
საჯარო ლექცია, რომელიც ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების პერსპექტივების შესახებსტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებისა და ComCom-ის ორგანიზებით ჩატარდა.
საჯარო ლექციაზე სტუ-ის სტუდენტები მობილური მომსახურების ტრადიციული და ახალი მოდელის ოპერატორების ფუნქციონირების სპეციფიკაციებს გაეცნენდა ასევე, მობილური ქსელის ოპერატორსა (MNO) და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორს (MVNO) შორისგანსხვავებაში გაერკვნენ. კომუნიკაციების კომისიის წევრიეკატერინე იმედაძე ახალგაზრდებს იმ შესაძლებლობებზეესაუბრა, რასაც მომხმარებელს MVNO სთავაზობს და ყურადღება იმ სარგებელზე გაამახვილა, რაც სტუდენტებმა,შესაძლოა, ახალი შეთავაზებით მიიღონ.
როგორც ეკატერინე იმედაძემ აღნიშნა, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის ქართულ ბაზარზე დაშვება ტელეკომბაზრის გახსნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რაც ბარიერების მოხსნისა და კონკურენციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ამასთან ერთად, მომხმარებლისთვის მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე კომისიის წევრმა საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული სხვადასხვა ქეისი განიხილა, ასევე, სტუდენტებს ქართულ ტელეკომბაზარზე არსებული მდგომარეობის,სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებაში ComCom-ისროლისა და სხვადასხვა სეგმენტისთვის განკუთვნილისერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ ნატო ქათამაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეორე სასწავლო სემესტრიდან დაიწყო შეხვედრების სერია, რომელიც ითვალისწინებსროგორც საჯარო ლექციათა ციკლის ორგანიზებას, ასევე,დამსაქმებელ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის გაღრმავება-გაფართოებას.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი კარიერული განვითარების პლატფორმის მეშვეობით,დამსაქმებელი ორგანიზაციები სტუდენტებს სთავაზობენროგორც სტაჟირების პროგრამებსა და აქტიურ ვაკანსიებს, ასევე, თემატურ საჯარო ლექციებს, რაც ახალგაზრდების თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. საჯარო ლექცია, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წევრმა გამართა,ინტერაქციურ რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩვენი უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილება აგრძელებს სტუდენტებს შორის მოკვლევის ჩატარებას, თუ რა მიმართულებით და რომელ ორგანიზაციასთან სურთ ახალგაზრდებს შეხვედრა და მეტი ინფორმაციის მიღება. ჩვენთვის მთავარი ორიენტირისტუდენტების ინტერესებია, თუმცა აუცილებლადგავითვალისწინებთ იმ ორგანიზაციების ინტერესებსაც, რომლებთანაც უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმი აკავშირებს. სწორედ ამ დოკუმენტებშია გაწერილი ის სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა, რაცსტუდენტთა კარიერულ განვითარებას უზრუნველყოფს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კვლავინდებურად აქტიურად აორგანიზებს სტუდენტების ინტერაქციურ შეხვედრებს შრომის ბაზარზე მოქმედ ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან და ხელს უწყობს დამსაქმებელსა და სტუდენტს შორის ბარიერის შემცირებას სწორედ იმ მიზნით, რომ სამომავლოდ, ახალგაზრდებმა მაღალანაზღაურებადი სამსახური მოიძიონ, ხოლო დამსაქმებელმამაღალკვალიფიციური კადრები მოიზიდოს“, – აღნიშნა ნატო ქათამაძემ.
საჯარო ლექციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა დაComCom-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...