სტუ-ში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან და ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატთან სამუშაო შეხვედრა შედგა
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი და სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს ბერგლიოტ ჰოვლანდს, ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) ხელმძღვანელს კჟეტილ ლუნდს და პერსონალურ ასისტენტს ანა ჰაალანდ აანოს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა სტუ-ის და ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების საკითხები განიხილეს.
ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს ოთხი სამაგისტრო სტიპენდია შესთავაზა. ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში აქცენტი ორ ქართულ სახელმწიფო უნივერსიტეტზე გაკეთდა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც სამშენებლო, ასევე, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა – ბაკალავრებმა და მაგისტრებმა NTNU-ის ჰიდროენერგეტიკის განვითარების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და ნორვეგიის ცნობილ უნივერსიტეტში მეცნიერების მაგისტრის ხარისხის მოპოვების შესაძლებლობით ისარგებლეს.
„ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) ხელმძღვანელ კჟეტილ ლუნდსთან და მის პერსონალურ ასისტენტ ანა ჰაალანდ აანოსთან სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა ნორვეგიის ელჩი საქართველოში, მხარეებმა ვიმსჯელეთ ურთიერთთანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ. სტუმრები უნივერსიტეტს ეწვივნენ, როგორც IN-program პროგრამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორს საქართველოში, რაც, შესაბამისად, გულისხმობს, რომ სტუ-ის სტუდენტებს აქვთ დიდი პოტენციალი, ამდენად, ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელება ეჭვს არ იწვევს, პირიქით, ნორვეგიის მხარე დაინტერესებულია თანამშრომლობით“, – აღნიშნავს ლენა შატაკიშვილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებისა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატთან სტუ-ის თანამშრომლობის შეჯამებისას აცხადებს, რომ პროექტი, რომლითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებმა ისარგებლეს, წარმატებული იყო.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი ლიდერია სტუდენტთა უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში მობილობის კუთხით. ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულების პროექტში ჩართვა, რაც წარმატებით განხორციელდა. ჩვენი კურსდამთავრებულების ჩართულობა ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამაში, მიუთითებს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაძლებელია ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლების მიღება. მინდა, მადლობა გადავუხადო ნორვეგიის სამეფოს ელჩს საქართველოში, ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატს და დავადასტურო სტუ-ის მზაობა ურთიერთთანამშრომლობის გასაგრძელებლად“, – აცხადებს დავით გურგენიძე.
მსგავსი
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ - დაიწყო. პროექტის განხორციელების ინიციატორია ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი...
საგაზაფხულო მიღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2026 სასწავლო წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 11 მაისს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება....
სტუ-ის რექტორი – შევთხოვოთ ღვთისმშობელს მოგვცეს ძალა, ჩვენი არჩევანი მომავალში სიკეთედ, მშვიდობად და განვითარების შესაძლებლობად იქცეს საქართველოსთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კოლეგებსა და სტუდენტებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღეს ულოცავს....
სტუ-ის რექტორი – ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა, საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს და მართლმადიდებელ მრევლს ახალი მწყემსთმთავრის...
გურამ მახარაძე – 85
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიოს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, დაბადებიდან 85-ე წლისთავს ულოცავს ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორ გურამ მახარაძეს. „ბატონო...
სტუ-ის რექტორი ახალგაზრდა პედაგოგისა და მკვლევრის ლევან დუნდუას გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სამართლის დოქტორის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული...