სტუ-ში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ საჯარო ლექცია გამართა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მიშელ მუსხელის კლუბის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა.
საჯარო ლექციას – “საქართველოს სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკა ევროინტეგრაციის პროცესების ჭრილში”, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
როგორც სტუ-ის „მიშელ მუსხელის კლუბის“ დამფუძნებელი სანდრო ჭადაშვილი აცხადებს, საჯარო ლექციამ სტუდენტებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
„საჯარო ლექცია საინტერესო და მრავლისმომცველი იყო. ქალბატონმა ლიამ ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა საქართველოს ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებაში თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესები, ტოლერანტობა, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის. ეს ის საკითხებია, რომელიც აინტერესებთ არა მხოლოდ მომავალ იურისტებს, არამედ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებს. მოგეხსენებათ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დამცველი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა. ევროკავშირთან თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებულია ქვეყნის საერთო ღირებულებებზე და უნარზე განახორციელოს ევროკავშირთან ერთად დასახული პრიორიტეტები საერთაშორისო და ევროპული ნორმების შესაბამისად. ამ ურთიერთობების განვითარების ტემპი მთლიანად არის დამოკიდებული იმ კონკრეტულ წარმატებებზე, რომლებსაც ქვეყანა აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში მიაღწევს. ჩვენთვის, სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესო იყო ამ მიმართულებით რას აკეთებს სახელმწიფო და კონკრეტულად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ამ და სხვა კითხვებზე მივიღეთ ამომწურავი პასუხი“, – აცხადებს სანდრო ჭადაშვილი.
შეხვედრის დასასრულს ორგანიზებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა სტუდენტებს წარმატებები უსურვა.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...