ცნობილი მეცნიერის, ვიქტორ ერისთავის იუბილეს სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ორგანიზებითა და პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ეგიდით, საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“ გაიმართა.

სამეცნიერო ღონისძიება ცნობილი მეცნიერის, უნივერსიტეტში გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის დამაარსებლის, პროფესორ ვიქტორ ერისთავის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენციას, რომელიც მეცნიერების დარგში რექტორის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, უცხოელი მკვლევრები, სტუდენტები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროფესორი თამარ ლომინაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადასცა. მან ყურადღება გაამახვილა ქიმიის დარგის განვითარებაში ვიქტორ ერისთავის უდიდეს სამეცნიერო ღვაწლზე.

როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც დიდი მეცნიერის საიუბილეო თარიღს ეძღვნება, აერთიანებს მკვლევრებს კონკრეტული გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაწყვეტად და თანამედროვე რეალობის ადეკვატური სამოქმედო გეგმის შესაქმნელად, რადგან გარემოს დაცვა და გლობალური ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევა უაღრესად მნიშვნელოვანია პლანეტაზე სიცოცხლის მდგრადობისთვის. 

„ფართო ერუდიციის მქონე ცნობილი მეცნიერისა და ღირსეული მამულიშვილის, ვიქტორ ერისთავის სამეცნიერო მემკვიდრეობა ანალიზურ ქიმიას, იშვიათი ელემენტების განსაზღვრის მეთოდების შემუშავებას და გარემოს დაცვის პრობლემებზე ჩატარებულ კვლევებს ეხება. სწორედ მან შექმნა აბსორბციული სპექტრის მაკეტი – ლაზერული დანადგარი ატმოსფეროს აირებით დაბინძურების დისტანციური განსაზღვრისთვის. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ამ დიდი მეცნიერის, ჩვენს უნივერსიტეტში გარემოს დაცვის კათედრის, ამჟამად, გარემოს დაცვის ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის დამაარსებლის 85 წლის იუბილეს ეძღვნება, აერთიანებს მეცნიერებსა და მკვლევრებს, თავიანთი ხედვებით, ცოდნითა და გამოცდილებით, რათა ერთობლივი ძალებით შევძლოთ კონკრეტული გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრა, სამოქმედო გეგმის შემუშავება იმ მიზნით, რომ მეცნიერთა უშუალო ჩართულობით შესაძლებელი გახდეს გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევა მსოფლიოს მდგრადი განვითარებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები, ჩვენი ქვეყნის მდომარეობაზეც მუდმივად აისახება. 

კონფერენცია არაერთ მნიშვნელოვან თემაზე იმსჯელებს, განიხილავს იმ პრიორიტეტებს, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით, წამყვანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. წარმატებებს ვუსურვებთ მონაწილეებს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე. მისი თქმით, „გარემოს დაცვა დღევანდელობის ერთ-ერთი უდიდესი პრიორიტეტია.

მნიშვნელოვანია, რომ  ინტერდისციპლინური თანამშრომლობით, ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენებითა და ერთობლივი ქმედებებით აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა სამყაროს მდგრადი მომავლის შექმნაში, რაც დედამიწაზე სიცოცხლის დაცვის ტოლფასია“.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დიმიტრი ერისთავი, ევროკავშირის კლიმატის ცვლილების ექსპერტი კევინ რამირესი ონლაინ ჩართვით დიდი ბრიტანეთიდან, კავკასიის კვლევებისა და ინოვაციის ცენტრის ხელმძღვანელი ჯულია შვარცი და ამავე ცენტრის მკვლევარი მაილს ლალორი, ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გულიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ ციციშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ოზონის შრეზე ეროვნული პასუხისმგებელი პირი ნოე მეგრელიშვილი, კომპანია „არემჯის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გარემოსდაცვით საკითხებში კონსტანტინე ხაჭაპურიძე, სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურებისა და პროგნოზირების განყოფილების მეცნიერ-მკვლევარი ნათელა გიგაური.

საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა ექვს სექციად წარიმართა:

  • გარემოს დაცვა და ახალი ტექნოლოგიები;
  • გარემოს დაცვის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები და ეკოლოგიური უსაფრთხოება;
  • გარემოს ობიექტების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება;
  • ბიომრავალფეროვნება და ურბანოეკოლოგია;
  • გარემოს ქიმია და ეკოლოგია;
  • ენერგეტიკის ეკოლოგიური ასპექტები – ენერგოეფექტურობა.

ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: დრონების გამოყენების შემთხვევების ანალიზი გარემოს დაცვის სფეროში, საქართველოში ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება, სითბოს გავლენა ბუნებრივი ჰეილანდიტის სტრუქტურასა და ფორიანობაზე, ატმოსფერული ჰაერის ოზონით დაბინძურების პრობლემები, სამრეწველო ჩამდინარე წყლების გამწმენდი თანამედროვე სისტემები, რეციკლირების შესაძლებლობები და შედეგები, ატმოსფერული ჰაერის PM10 დაბინძურების გამოკვლევა რიცხვითი მოდელირებით ქ. რუსთავის მაგალითზე და სხვა.

კონფერენციის მასალები ელექტრონული კრებულის სახით გამოქვეყნდება და განთავსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.gtu.ge ელექტრონულ კრებულთან წვდომას კი ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს.


მსგავსი

სიახლეები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...

სიახლეები

სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...

სიახლეები

„საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველმა კურსდამთავრებულებმა სადიპლომო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ისინი არიან ახალი...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი,...

სიახლეები

სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს დაბადების დღეს ულოცავს

„ქალბატონო რუსუდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად და დიდი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს!...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?