საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის KA2 აქტივობის კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტის განხორციელება დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მორიგი Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის – „LISS24 (Learn – Innovate – Sell – Succeed) ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ – ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის განხორციელება დაიწყო.
LISS24-ი არის Erasmus+ პროგრამის KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტი და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება განხორციელდება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით პროექტი ითვალისწინებს საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის პროდუქციის ე.წ. „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას, B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით.
„LISS24 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგებისა და სწავლების სხვა მეთოდებით შესაბამისი აკადემიური პერსონალის გადამზადება, სერვისებისა და პროცესების განვითარება, სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის (Sales Lab) მოწყობა, რომელიც პროექტის ფარგლებში ამოქმედდება. პროექტით იგეგმება ციფრული ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეალური გაყიდვების გამოცდილების ჩართვა სწავლებაში, როგორც პირისპირ ასევე ონლაინ გაყიდვების გზით. აღსანიშნავია, რომ პროექტის კონსორციუმის მხრიდან განათლების უმაღლესო დონის ექსპერტის სტატუსით, პროექტში მიწვეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რაც უნივერსიტეტში პროექტის შედეგების ინსტიტუციონალიზაციის და მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის. პროექტი დასრულდება 2026 წელს“, – აცხადებს ბორის გითოლენდია.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის KA 102 აქტივობის ფარგლებში, ინსტიტუციურ კოორდინაციას ანხორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიების ტრანფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტი შედეგების პირველადი პილოტირება განხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც ასევე, განხორციელდება პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები.
პროექტის კოორდინატორია ტურკუს (ფინეთი) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (
Turku University of Applied Sciences). პროექტის კონსორციუმის წევრები არიან უნივერსიტეტები და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოდან, ფინეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან, სომხეთიდან. საქართველოში პროექტის ნაციონალური კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლო, პარტნიორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
Related
The opening event for the GTU Games has been postponed due to expected bad weather
Dear students, We would like to inform you that due to expected bad weather, the opening ceremony of the GTU...
Georgian Technical University Issues a Statement Regarding the Material Published by “Studio Monitor”
Georgian Technical University is responding to the material published by "Studio Monitor" regarding the audit examination of the university’s activities.
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...