საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ – „მოდინახე“, სენაკში „მე ვხედავ მზეს“ წარადგინა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ – „მოდინახე“, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, სენაკში, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, სპექტაკლი გამართა.
„მოდინახეს“ დასი მაყურებლის წინაშე ცნობილი მწერლისა და ჰუმანისტის, ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „მე ვხედავ მზეს“, წარსდგა. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი ჭანტურია, დამდგმელი რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კი – ნუგზარ ბუცხრიკიძე.
სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, „მოდინახეს“ სცენაზე ნოდარ დუმბაძის ოთხი პიესა გადის. სპექტაკლმა „მე ვხედავ მზეს“, რომელშიც, საქართველოს ტექქნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ, სრული ანშლაგით ჩაიარა და მას ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია,მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ეჯიბია, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
„სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა, ეს არის ჩვენი დასის კიდევ ერთი წარმატება. როლებს, რომელიც საქართველოს დიდმა მსახიობებმა შეასრულეს, სტუდენტები, მოყვარული მსახიობები ასრულებენ. ახალგაზრდებმა დიდი შრომით მიაღწიეს წარმატებას, ძალიან საინტერესოდ და ახალი ხედვით თამაშობენ. სენაკმა, უკვე მერამდენედ, დიდი სიყვარულითა და ოვაციით მიგვიღო. ეს ნამდვილად დიდი მოტივაციაა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის, ხოლო სენაკის მუნიციპალიტეტის მერს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრს გულთბილი მიღებისთვის. უღრმესი მადლობა მაყურებელს, რომელთა მხრიდან გამოხატული სიყვარულის სითბო დიდხანს ემახსოვრება ჩვენი დასის მოყვარულ მსახიობებს“, – აცხადებს ნუგზარ ბუცხრიკიძე.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი უძველესი საუნივერსიტეტო ტრადიციების მქონე სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“2022 წელს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა.
Related
The opening event for the GTU Games has been postponed due to expected bad weather
Dear students, We would like to inform you that due to expected bad weather, the opening ceremony of the GTU...
Georgian Technical University Issues a Statement Regarding the Material Published by “Studio Monitor”
Georgian Technical University is responding to the material published by "Studio Monitor" regarding the audit examination of the university’s activities.
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...