სტუ-ის 6 კვლევითი პროექტი რუსთაველის ფონდის გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შემუშავებული ექვსი კვლევითი პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსზე 55 საპროექტო განაცხადი დარეგისტრირდა, მათ შორის 15 პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იქნა წარდგენილი.
საგრანტო პროექტების შეფასება ორ ეტაპად განხორციელდა: ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციის პოტენციალის შეფასება – ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ხოლო პროექტის სამეცნიერო შეფასება – საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფების მიერ. შედეგების მიხედვით საგრანტო დაფინანსება 27 პროექტმა მოიპოვა, რომელთაგან 6 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით.
როგორც სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში აცხადებენ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ სტუ-ის მკვლევრები: აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან მარინა კაპანაძე, ნაშრომით – “ნაკლებკვალიანი პუცოლანური ცემენტის დამზადების მწვანე ენერგოეფექტური ხერხი” და ალეკო კალანდია (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით), ნაშრომით – “ფსევდოპროტეინული საკვები საფარით ზოგიერთი სუბტროპიკული ხილის ნაყოფის (ფეიხოა, ხურმა, ციტრუსი) პრეზევაციის პროცესების პილოტური გამოცდა”; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტიდან ნიკოლოზ ლოლაძე, ნაშრომით – “წინასწარდაგეგმილი თვისებების მქონე ახალი ალმასური ინსტრუმენტების დამზადება და აპრობაცია სამშენებლო ობიექტებზე”; სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტიდან იამზე ქვარცხავა, ნაშრომით – “CaMnO3-ფუძიანი მასალის თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესება”; სამშენებლო ფაკულტეტიდან გელა ყიფიანი, ნაშრომით – “ოთხადგილიანი ვერტიკალური პარკინგი” და მალხაზ ტურძელაძე, ნაშრომით – “ბეტონის ყინვამედეგობის გამაძლიერებელი შემვსები დანამატის წარმოების დანერგვა საქართველოში”; ენერგეტიკის ფაკულტეტიდან ნინო ფაილოძე, ნაშრომით – „ქარის ენერგიის მიმღები მოწყობილობის ექსპერიმენტული დიზაინი“.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორებს მორიგ წარმატებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტისა და მისი მკვლევრებისთვის საგრანტო კონკურსებში გამარჯვება უდავოდ დიდი სტიმულის მიმცემია, ხოლო ის ფაქტი, რომ 27 გამარჯვებულ პროექტს შორის ექვსი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ავტორობით შემუშავდა, უდავოდ კარგი შედეგია.
„რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა ავტორობით წარდგენილი ექვსი კვლევითი პროექტის გამარჯვება მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმოებული კვლევები პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და მაღალი სამეცნიერო, ტექნოლოგიური და პრაქტიკული ღირებულებით გამოირჩევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გამარჯვებული პროექტები სხვადასხვა ფაკულტეტს, კვლევით ინსტიტუტს და სამეცნიერო მიმართულებას მოიცავს, რაც უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს. კვლევითი გრანტების მოპოვება უდავოდ დიდი სტიმულია ჩვენი მკვლევრებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მთლიანად უნივერსიტეტისთვის, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს როგორც ინოვაციების განვითარებას, ისე ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კვლევების კომერციალიზაციის პროცესს. მინდა კონკურსში გამარჯვება მივულოცო ჩვენს მკვლევრებს და ვუსურვო მათ ახალი წარმატებები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
Related
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...
Special offer from the GTU “Tonus” swimming pool
GTU's swimming pool "Tonus" offers a 50% discount on subscriptions to university students and employees. The discounted subscription is available...
TUDA Idea Competition for Local and International Students: “A Neighbourhood Tailored to You!”
The Tbilisi Transport and Urban Development Agency (TUDA) announces the idea competition "A Neighbourhood Tailored to You! – Idea Competition...
UNI4VERSE FINEDU Information Session at GTU
GITA’s university competition gives students the chance to create innovative prototypes in financial education and technology and to travel to...