სტუ-ის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს ქართულ-ფრანგული დიპლომები გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის პროფესორმა აჰმედ ზუარმა, სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის 2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის (l’Université de Rennes 1) დიპლომები გადასცეს.
კურსდამთავრებულთათვის ქართული და ფრანგული უნივერსიტეტების დიპლომების გადაცემის ცერემონიას, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, ფაკულტეტის პროფესორ-პედაგოგები, სტუდენტები, ასევე, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი ევა ბერტრანი და კომუნიკაციების მენეჯერი ნატო ჭუჭულაშვილი.
რექტორმა დავით გურგენიძემ და პროფესორმა აჰმედ ზუარმა საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს – ქეთევან რევაზიშვილს, ალექსანდრე მიქელაძეს, ნინო გოგინაშვილს, გიორგი ჟღენტს, ერეკლე შუბითიძეს, ლიზი ირემაშვილს, ფარნა ადანაიას და ნიკოლოზ ქუმსიაშვილს – საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ქართულ-ფრანგული დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
რექტორის განცხადებით, ქართული და ფრანგული უნივერსიტეტების დიპლომები, სასურსათო ტექნოლოგიის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რიგით მეხუთე გამოშვებამ მოიპოვა.
„ვულოცავ ჩვენს კურსდამთავრებულებს მნიშვნელოვან წარმატებას, რაც ორდიპლომიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებას მოიცავს! დარწმუნებული ვართ, რვავე ახალგაზრდა სწავლას მაგისტრატურაშიც ასეთივე შემართებით გააგრძელებენ და ორი ქვეყნის – საქქართველოს და საფრანგეთის უნივერსიტეტებში შეძენილ ცოდნას სამომავლოდ არა მხოლოდ გააღრმავებენ, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოახმარენ. ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი არ და ვერ შედგებოდა, რომ არა ნაყოფიერი პარტნიორობა ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრავალმხრივი მხარდაჭერით დაარსდა. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში ეტაპობრივად ვითარდება და ფართოვდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-თან. ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კოორდინაციას უწევს სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალავრო და მეღვინეობა-მევენახეობის სამაგისტრო ორდიპლომიანი პროგრამების განხორციელებას. საგულისხმოა, რომ ეს ნიჭიერი ახალგაზრდები ჩვენი უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის ბაკალავრთა მეხუთე გამოშვებაა, რომელმაც ერთდროულად ორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის დიპლომები მოიპოვა. ეს სტუდენტებთან ერთად, პედაგოგების დიდი შრომის შედეგია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, ოთხმა წარმატებულმა სტუდენტმა სტაჟირების სრული კურსი საფრანგეთში გაიარა. მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძეს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტ რენ 1-ს – საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
კურსდამთავრებულებს ქართულ-ფრანგული პროგრამის წარმატებით დასრულება ვიცე-რექტორებმა, ფაკულტეტის დეკანმა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლიდან ამოქმედდა ერთობლივი, ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა – „სასურსათო ტექნოლოგია“, რომელიც ასევე მოიცავს საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის 60-კრედიტიან მოდულს – „წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში“, ერთობლივ პროგრამაზე სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.
სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან ფრანგი პროფესორები და ექსპერტები, რომლებიც ქართველ სტუდენტებს თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები 4-თვიან სტაჟირებას გადიან რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებში – საფრანგეთსა და საქართველოში. სტუდენტთა დასკვნით შეფასებას, ფრანგული მხარის მონაწილეობით, სპეციალური ჟიური იძლევა.
Related
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...
Special offer from the GTU “Tonus” swimming pool
GTU's swimming pool "Tonus" offers a 50% discount on subscriptions to university students and employees. The discounted subscription is available...
TUDA Idea Competition for Local and International Students: “A Neighbourhood Tailored to You!”
The Tbilisi Transport and Urban Development Agency (TUDA) announces the idea competition "A Neighbourhood Tailored to You! – Idea Competition...
UNI4VERSE FINEDU Information Session at GTU
GITA’s university competition gives students the chance to create innovative prototypes in financial education and technology and to travel to...
