სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს ღია სივრცეში უპასუხებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს ახალ პროექტს – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“, რომლის ფარგლებშიც რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, აბიტურიენტების, ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული პირის და საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში მოქმედი ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ კერძო პირის შეკითხვებს, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, ღიად, ლაივ რეჟიმში უპასუხებს.
საზოგადოების წინაშე რექტორის ღია გამოსვლა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების დღის, 16 იანვრის წინა დღეს გაიმართება, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს უნივერსიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების მასშტაბურ შეფასება-გაანალიზებას, ასევე, საუნივერსიტეტო სივრცეში დანერგილი სიახლეების, სამეცნიერო მიღწევების, სწავლა-სწავლების პროცესის, კვლევების ინტერნაციონალიზაციის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მობილობის პროცესისა და გაცვლითი პროგრამების, სასწავლო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, ჩატარებული და დაგეგმილი რეფორმებისა და სხვადასხვა მიმდინარე თუ პრობლემური საკითხების შესახებ საზოგადოების და განსაკუთრებით, სამიზნე ჯგუფების ინფორმირებას ინტერაქციურ, კითხვა-პასუხის რეჟიმში.
როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აცხადებენ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს, წინასწარ გაუგზავნოს შეკითხვა სტუ-ის რექტორს. აკადემიკოსი დავით გურგენიძე ყველა შეკითხვას 15 იანვარს, 13:00 საათიდან, უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/gtu.ge ლაივ რეჟიმში, საათნახევრის განმავლობაში უპასუხებს.
პროექტში – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ – მონაწილეობის მსურველები, მიმდინარე წლის 9 იანვრიდან 14 იანვრის 17:00 საათამდე, შეკითხვების გაგზავნას, ანონიმურობის დაცვით, შეძლებენ ბმულზე: http://bit.ly/47st8Wf
ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, 10 იანვრიდან 14 იანვრის 17:00 საათამდე, შეუძლია დაუკავშირდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცხელ ხაზს 2 771 111 და ავტომატურ რეჟიმში დატოვოს შეკითხვა. გარდა ამისა, შეკითხვების გაგზავნა 15 იანვარს, რექტორის ლაივ გამოსვლის პროცესშიც იქნება შესაძლებელი.
რექტორის გამოსვლა, რომელზეც ის საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს ღია სივრცეში უპასუხებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების საზეიმო თარიღს ეძღვნება და ის მომავალშიც ყოველ 15 იანვარს გაიმართება.
Related
The opening event for the GTU Games has been postponed due to expected bad weather
Dear students, We would like to inform you that due to expected bad weather, the opening ceremony of the GTU...
Georgian Technical University Issues a Statement Regarding the Material Published by “Studio Monitor”
Georgian Technical University is responding to the material published by "Studio Monitor" regarding the audit examination of the university’s activities.
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...