სტუ-ის რექტორმა, პროექტის – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ ფარგლებში, საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს ღია სივრცეში უპასუხა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ახალი საუნივერსიტეტო პროექტის – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ ფარგლებში, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, აბიტურიენტების, ასევე, დაინტერესებული პირების შეკითხვებს, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, ღიად, ლაივ რეჟიმში უპასუხა.
საზოგადოების წინაშე რექტორის პირველი ღია გამოსვლა, რომლის ტრანსლირება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან 67 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების ღირსსახსოვარ თარიღს, 16 იანვარს მიეძღვნა. რექტორმა საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ ინდივიდუალურად გაგზავნილ 49 შეკითხვას უპასუხა.
როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ღია გამოსვლის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პროექტი – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების მასშტაბურ შეფასება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.
„ღია ეთერში გამოსვლა, გაურკვეულწილად, იმპულსურობაზე, მოულოდნელობებზეა აგებული და გამომსვლელის მხრიდან დიდ მობილიზაციას მოითხოვს, რადგან არასოდეს იცი, როგორი შეკითხვა შეიძლება გამოგზავნონ სტუდენტებმა, ახალგაზრდებმა, თუნდაც ჩემმა კოლეგებმა – ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს საუნივერსიტეტო სივრციდან ან გარედან ადევნებს თვალს, ვგულშემატკივრობს, ან პირიქით, კრიტიკულად არის განწყობილი. სასიხარულოა, რომ ჩვენმა ახალმა პროექტმა – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ – სოლიდური აუდიტორია მოიზიდა და შეკითხვებიც საკმაოდ მრავალფეროვანი შემოვიდა. უპირველეს ყოვლისა, პროექტი დაგვეხმარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე მდგარი გამოწვევები გაცილებით მასშტაბურად შევაფასოთ, გავაანალიზოთ და მათ დასაძლევად მოქნილი სამოქმედო გეგმა შევიმუშაოთ და მისი განხორციელება გონივრულ ვადებში შევძლოთ. გარკვეულ შეკითხვებზე პასუხით საშუალება მომეცა ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში დანერგილი სიახლეების, სამეცნიერო მიღწევების, სწავლა-სწავლების პროცესის, კვლევების ინტერნაციონალიზაციის, გაცვლითი პროგრამების, სასწავლო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, მიმდინარე რეფორმებისა თუ პრობლემური საკითხების შესახებ საზოგადოებისა და განსაკუთრებით, სამიზნე ჯგუფებისთვის ინფორმაცია მიმეწოდებინა. მოხარული ვარ, რომ ჩემი პირველი ღია გამოსვლა ჩვენი უნივერსიტეტის დაარსების დღის მიჯნაზე შედგა და ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს მიეძღვნა. ხვალ, 16 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 102 წლის ხდება და ამ თარიღს დიდი სიხარულითა და უდიდესი პასუხიმგებლობით ვხვდებით. წარმატებას ვუსურვებ უნივერსიტეტს, ჩვენს სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და სტუდენტებს, ყველას, ვინც ტექნიკურიუნივერსიტეტელის საპატიო სახელს ატარებს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
პროექტის – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ – განხორციელების ინიციატივა აკადემიკოს დავით გურგენიძეს ეკუთვნის. რექტორისთვის განკუთვნილი შეკითხვების გაგზავნა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ანონიმურობის სრული დაცვით, შეეძლო მიმდინარე წლის 9 იანვრიდან 14 იანვრის 17:00 საათამდე, როგორც სპეციალურად შექმნილ ბმულზე, ასევე, ავტომატურ რეჟიმში, უნივერსიტეტის ცხელ ხაზზე – 2 771 111. გარდა ამისა, შეკითხვების გაგზავნა რექტორის ლაივ გამოსვლის პროცესშიც იყო შესაძლებელი.
პროექტი – „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ – მომავალშიც გაგრძელდება. საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ღია სივრცეში ყოველ 15 იანვარს უპასუხებს.
Related
The opening event for the GTU Games has been postponed due to expected bad weather
Dear students, We would like to inform you that due to expected bad weather, the opening ceremony of the GTU...
Georgian Technical University Issues a Statement Regarding the Material Published by “Studio Monitor”
Georgian Technical University is responding to the material published by "Studio Monitor" regarding the audit examination of the university’s activities.
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...