სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერ-მკვლევრებს შობა-ახალ წელს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს შობა-ახალწელს ულოცავს.
„ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მკვლევრებო, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და გულწრფელი მადლიერებით მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს – გილოცავთ შობა-ახალწელს და მადლობას მოგახსენებთ გასულ, 2025 წელს გამოჩენილი იმ მაღალი პროფესიონალიზმისთვის, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტაბილური განვითარება, განათლების ხარისხის ამაღლება და ინსტიტუციური წინსვლა.
გასული წელი, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა და დაადასტურა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განსაკუთრებული როლი ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის განვითარებაში, ჩვენი უნივერსიტეტისთვის იქცა მნიშვნელოვანი მიღწევების, განახლებისა და სტრატეგიული წინსვლის პერიოდად. გარდა ამისა, 2025 წელს უნივერსიტეტმა მნიშვნელოვნად გააფართოვა საერთაშორისო თანამშრომლობა, გააძლიერა პარტნიორობა წამყვან საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციებთან და ამით კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირა სწავლების პროცესი მეცნიერებასა და ინოვაციაზე დაფუძნებულ პრაქტიკასთან. წარმატებისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი სტუდენტების მიზანმიმართული შრომის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმის, საერთო ღირებულებებისა და განვითარების სტრატეგიისადმი ერთგულების შედეგია. მადლობა თქვენ!
განსაკუთრებით მსურს, შევეხო განათლების რეფორმას. საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა უმაღლესი განათლების კონცეფცია, რაც რეფორმის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და მყარ საფუძველს ქმნის განათლების სისტემის განახლებისთვის. გარდა ამისა, მმართველი გუნდისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პირადად მინისტრ გივი მიქანაძის უშუალო ჩართულობით, 2026 წლის 1 სექტემბრიდან ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლად მიღებული სტუდენტები ისწავლიან უფასოდ. ეს ნაბიჯი მკაფიოდ ადასტურებს სახელმწიფოს მტკიცე ნებას, განათლება აღიაროს ქვეყნის განვითარების უმთავრეს პრიორიტეტად და ახალგაზრდებისთვის შექმნას თანაბარი და ღირსეული შესაძლებლობები. ამ შორსმჭვრეტელი, სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული გადაწყვეტილებისთვის გულწრფელი მადლობა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და საქარველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს. თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული განათლების მოდელი, ხარისხის უზრუნველყოფის გაძლიერება, კვლევისა და სწავლების ინტეგრაცია, ციფრული ტექნოლოგიების აქტიური დანერგვა ქმნის მყარ საფუძველს, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები იყვნენ კონკურენტუნარიანი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სივრცეში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ რეფორმის აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი ლიდერია, რაც ჩვენთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს დამდეგ შობა-ახალწელს, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და წარმატებას ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწეულ მნიშვნელოვან საქმიანობაში.
ძვირფასო კოლეგებო და სტუდენტებო, ახალი წელი ყოველთვის ახალი შესაძლებლობების, მიზნებისა და იმედების დასაწყისია. მჯერა, რომ 2026 წელი კიდევ უფრო მეტ წარმატებას, შემოქმედებით იდეებსა და პროფესიულ მიღწევებს მოგვიტანს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებას თქვენ და თქვენს ოჯახებს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც ღირსეულად უპასუხებს დროის გამოწვევებს და კიდევ უფრო გააძლიერებს თავის ადგილს თანამედროვე განათლების სივრცეში.
გილოცავთ შობა-ახალ წელს!“ – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.
Related
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...
Special offer from the GTU “Tonus” swimming pool
GTU's swimming pool "Tonus" offers a 50% discount on subscriptions to university students and employees. The discounted subscription is available...
TUDA Idea Competition for Local and International Students: “A Neighbourhood Tailored to You!”
The Tbilisi Transport and Urban Development Agency (TUDA) announces the idea competition "A Neighbourhood Tailored to You! – Idea Competition...
UNI4VERSE FINEDU Information Session at GTU
GITA’s university competition gives students the chance to create innovative prototypes in financial education and technology and to travel to...