სტუ-ის სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
5-20 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 4 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით, წინასწარ უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია კონფერენციის ვებგვერდზე, ამასთანავე, სტუდენტმა სარეგისტრაციო ფორმაში უნდა შეიტანოს საკუთარი ნაშრომის ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული თეზისი (იხ. თეზისის გაფორმების სტანდარტები).
დარეგისტრირებული სტუდენტი ვალდებულია, ნაშრომის ერთი ეგზემპლარი (ფიზიკური ან/და ელექტრონული ვერსია) 11 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით, წარადგინოს შესაბამისი სექციის ხელმძღვანელ პირთან, ფაკულტეტზე.
ძირითადი თარიღები:
- კონფერენციის გახსნის თარიღი: 2026 წლის 4 ივნისი;
- კონფერენციის დახურვის თარიღი: 2026 წლის 10 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი; ქ. თბილისი, მ. კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი №236; ტელ.: (+995 32) 2 77 11 11/7044; ელ. ფოსტა: studconf@gtu.ge.
მსგავსი
„მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ – III საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ - გაიმართა. ღონისძიებამ სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების მკვლევრებსა და...
„სტუ ნანო 2026 – ნანოტექნოლოგია“- მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სტუ ნანო 2026 - ნანოტექნოლოგია“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სფეროს ცნობილი მკვლევრები,...
სტუ-ში რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ასევე ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაესწრნენ
„დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის. მიმდინარე რეფორმა თავისი მასშტაბითა და შინაარსით ეხება იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებიც...
თბილისში DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
2 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE პროექტის DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში საქართველოში დუალური უმაღლესი...
სტუ-ში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ტრადიციული მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის,...
სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...