სკოლის მოსწავლეების საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები თბილისის N86-ე და N52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი დაათვალიერეს, ასევე, გაეცნენ თანამედროვე სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას, დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ შეხვედროდნენ აკადემიურ პერსონალს, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და უფრო ახლოს გაცნობოდნენ უნივერსიტეტში სწავლის პერსპექტივებს. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მიზნად ისახავს აბიტურიენტების პროფესიულ ორიენტაციას და უმაღლესი განათლების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას.
„ჩვენი ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც სრულად პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს. სასწავლო პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით – ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში ეფექტურად გამოიყენონ. სწორედ ამიტომ, ისინი აქტიურად ერთვებიან პრაქტიკულ პროექტებში, მუშაობენ ინოვაციურ იდეებზე, ეცნობიან უახლეს ტექნოლოგიებს და იძენენ იმ კრიტიკულ და პროფესიულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებული კარიერისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდა საუბარი სკოლის მოსწავლეებთან. მათი მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესი, ჩართულობა და მოტივაცია გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მომავალი თაობა უკვე გააზრებულად ეკიდება პროფესიის არჩევას და მზად არის, საკუთარ განვითარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.
მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ნახონ უნივერსიტეტის გარემო, გაეცნონ სასწავლო პროცესს და უფრო გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილება პროფესიის არჩევისას. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ახალგაზრდებს სწორი მიმართულება შევთავაზოთ და დავეხმაროთ მათი ინტერესების აღმოჩენაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს კარინა გიორგაძეს, თბილისის N60-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს და შორენა ხორავას, თბილისის N52-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. სწორედ ასეთი ერთობლივი ძალისხმევა გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო მეტად დავუახლოვდეთ მომავალ თაობას და მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში დავეხმაროთ“.
– პროფესორი თალიკო ჟვანია
ცნობისთვის, 73 წლის წინ, 1953 წელს, პროფესორ ნიკოლოზ გაბაშვილის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ახალი კათედრა – „საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია” გაიხსნა და მას შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფლაგმანია.
მსგავსი
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....
