კომპიუტერული ქსელის ტექნიკოსი – უფასო სასწავლო კურსი სტუ-ის სტუდენტებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 𝙀𝙧𝙖𝙨𝙢𝙪𝙨+ პროგრამის – Micro-GEAR პროექტის ფარგლებში, ორთვიან სასწავლო კურსზე – კომპიუტერული ქსელის ტექნიკოსი, სტუდენტების მიღებას აცხადებს.
სწავლა 21 აპრილს დაიწყება.
კურსი მიზნად ისახავს, ქსელური ტექნოლოგიების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ქსელური მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.
მოკლევადიანი კურსი მოიცავს:
- კომპიუტერული ქსელების ძირითადი პრინციპები
- LAN ქსელის დაგეგმვა და აწყობა
- IP მისამართების კონფიგურაცია
- Router და Switch-ის საბაზისო კონფიგურაცია
- ქსელის პრობლემების დიაგნოსტიკა
- WiFi ქსელის კონფიგურაცია
- ქსელის უსაფრთხოების საბაზისო მექანიზმების გამოყენება
ლექციების დღეები: სამშაბათი და ხუთშაბათი
- დაწყების დრო: 18:00
- ლექციის ხანგრძლივობა: 1 – 1.5 საათი
- სასწავლო მასალა: ინგლისურ ენაზე
- ინგლისური ენის ცოდნის დონე: B1
- კურსზე დაშვების წინაპირობა: საბაზო ცოდნა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
ლექციები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მე-9 კორპუსში ჩატარდება.
კურსი სტუ-ის სტუდენტთათვის არის სრულიად უფასო და ხორციელდება ევროკომისიის 𝙀𝙧𝙖𝙨𝙢𝙪𝙨+ პროგრამის – Micro-GEAR პროექტის ფარგლებში.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
მსგავსი
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....