სტუ-ში Erasmus+ საერთაშორისო პროექტების შედეგებისა და პერსპექტივების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკის დარბაზში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს თემაზე: „საერთაშორისო საგრანტო პროექტების ანგარიში და გამოცდილების გაზიარება სტუ-ში“.
7 აპრილს, შეხვედრა სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. მან ხაზგასმით აღნიშნა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისათვის საერთაშორისო საგრანტო პროგრამების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს როგორც ინსტიტუციური გამოცდილების დაგროვებას, ისე სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მიმდინარე პროექტების შედეგების წარმოდგენას, დაგროვილი პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას და პროექტების მართვის ეფექტიანი მოდელების წარმოჩენას.
შეხვედრის ძირითადი მიზნებია:
- უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების პროგრესის წარმოჩენა;
- საგრანტო პროგრამების საჯაროობის გაზრდა;
- პროექტების მართვის პროცესში არსებული გამოწვევების განხილვა და გადაჭრის გზების იდენტიფიცირება;
- აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის გამოცდილების სისტემური გაზიარება.
ღონისძიებას უნივერსიტეტის ინსტიტუტების დირექტორები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც შეხვედრას ინტერდისციპლინურ და ფართო მასშტაბის ხასიათს ანიჭებდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოხსენებები წარმოადგინეს საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელებმა და პერსონალმა.
დღევანდელი შეხვედრა დაეთმო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტებს. შეხვედრის განმავლობაში განიხილეს 10 მიმდინარე პროექტი, რომელთა შესახებ მოხსენებები პროექტების ხელმძღვანელებმა და პროექტებში ჩართულმა პერსონალმა წარადგინეს.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, სამუშაო შეხვედრა ორდღიანია და შეხვედრა 8 აპრილსაც გაგრძელდება. მეორე დღეს, Horizon Europe-ისა და სხვა საერთაშორისო საგრანტო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესახებ იმსჯელებენ. მონაწილეები სხვადასხვა საგრანტო ინსტრუმენტებს და მათი განხორციელების სპეციფიკას გაეცნობიან.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობს – თითოეული პრეზენტაციის შემდეგ იმართება დისკუსია, მონაწილეები განხილვაში აქტიურად ერთვებიან და მათთვის მნიშვნელოვან საკითხების ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს ღებულობენ.
აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის, საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად და საგრანტო პროექტების ეფექტიანი მართვის თანამედროვე მიდგომების გასაცნობად.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო საგრანტო სივრცეში პოზიციების გასამყარებლად, საერთაშორისო პარტნიორობების გასაფართოებლად და სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზებისთვის.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ოჯახს...
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა
„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ...
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა...
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები „თიბისი კონცეპტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესტექნოლოგიების...
შემოსავლების სამსახურის 23 მებაჟე-ოფიცერს სერტიფიკატები გადაეცა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 23 მებაჟე-ოფიცერს სპეციალიზებული სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. მიმდინარე...
ქართული დიპლომატიის დღის ფარგლებში წიგნის – „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ასლან აბაშიძისა და გიორგი ლობჟანიძის წიგნის...
