სტუ-ის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ორგანიზებით პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა
27 აპრილს, სტუ-ის მე-9 კორპუსში გამართულ ღონისძიებას უნივერსიტეტის მრავალი პედაგოგი და მენტორი დაესწრო.
ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი – განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგი,ფსიქოთერაპევტი და ასოცირებული პროფესორი ნანა ალექსიძე.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს:
- ემოციური ინტელექტი სასწავლო პროცესში: როგორ ეხმარება ემოციების მართვა პედაგოგს სტუდენტებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და აუდიტორიის მართვაში;
- თვითშეფასების გავლენა მენტორობაზე: რამდენად მნიშვნელოვანია მენტორის პიროვნული მდგრადობა და თვითაღქმა წარმატებული საგანმანათლებლო პროცესისთვის;
- პრაქტიკული ინსტრუმენტები: ფსიქოლოგიური ტექნიკები, რომლებიც მასწავლებლებს ყოველდღიურ საქმიანობაში სტრესის მართვასა და მოტივაციის შენარჩუნებაში დაეხმარება.
ტრენინგი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მიეღოთ პროფესიული რჩევები კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით.
ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ უნივერსიტეტში მენტორობის სისტემის გაძლიერებაა, რაც პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხსა და სტუდენტებთან ურთიერთობაზე.
მსგავსი
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....
