სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

სიახლეები

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95 წელი შეუსრულდებოდა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობამ იცოდეს იმ მეცნიერთა ღვაწლი, რომლებმაც ქართული მეცნიერებისა და ტექნიკური განათლების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მხოლოდ წარსულის გახსენება კი არა, მომავალი თაობებისთვის ცოდნის, გამოცდილებისა და სამეცნიერო ღირებულებების გაზიარებას და ახალი თაობის მკვლევართა აღზრდას ემსახურება“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48 და ცენტრის დამაარსებლის დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი,   ზურაბ ლომსაძე, ცენტრის თანამშრომლები, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფესორი თამარ ლომინაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, დარგის სპეციალისტები და სტუდენტები.

ზურაბ ლომსაძის განცხადებით, ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრის მთავარი ამოცანა საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და საწარმოო პოტენციალის კვლევაა და ამ მიმართულებით დაგროვილი სამეცნიერო გამოცდილების თანამედროვე კვლევებთან დაკავშირება.

„ცენტრისთვის ეს თარიღი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი 48-წლიანი ისტორიის, არამედ იმ სამეცნიერო მიმართულებებისა და კვლევითი გამოცდილების გამო, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დაგროვდა. ირაკლი ჟორდანიას სახელთან დაკავშირებული ცენტრის საქმიანობა წლების განმავლობაში საქართველოს ბუნებრივი რესურსების, საწარმოო ძალებისა და ქვეყნის რეგიონული პოტენციალის შესწავლას უკავშირდებოდა. დღეს ჩვენი ამოცანაა, ეს გამოცდილება თანამედროვე კვლევით დღის წესრიგს დავუკავშიროთ. ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი გამოწვევები, რეგიონების განვითარების შესაძლებლობები და ქვეყნის საწარმოო პოტენციალის შეფასება კვლავ აქტუალური საკითხებია.

ამ მიმართულებით ცენტრი აგრძელებს კვლევით საქმიანობას და ცდილობს, მიღებული შედეგები თანამედროვე სამეცნიერო მოთხოვნებთან და ქვეყნის საჭიროებებთან იყოს შესაბამისობაში. ირაკლი ჟორდანიას 95 წლის იუბილე კი კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი წვლილი ქართული მეცნიერების განვითარებაში და ამავე დროს, დავინახოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მისი სახელობის სამეცნიერო ცენტრს დღეს აკისრია“.

– ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ლომსაძე

სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე წლისთავი და ცენტრის 48 წლის იუბილე კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ წარმოჩნდეს ის სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და რომლის გაგრძელებაც თანამედროვე კვლევითი პროცესის ნაწილია.

„დღეს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ქვეყნის საწარმოო პოტენციალის შესწავლა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრა კიდევ უფრო აქტუალურია. ამ მიმართულებით ცენტრის კვლევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან თანამედროვე სამეცნიერო კვლევა მხოლოდ არსებული რეალობის შესწავლას არ გულისხმობს, მისი მიზანია იმ ცოდნის შექმნა, რომელიც ქვეყნის განვითარების პროცესს დაეხმარება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები აქტიურად განაგრძობდნენ კვლევით საქმიანობას, თანამშრომლობდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებთან და მიღებული შედეგები კიდევ უფრო ფართო სამეცნიერო სივრცეში წარმოაჩინონ. ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრის ისტორია და მისი დღევანდელი საქმიანობა სწორედ იმ სამეცნიერო ტრადიციის გაგრძელებაა, რომლის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“.

– პროფესორი თამარ ლომინაძე

ცენტრის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას „სამეცნიერო ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული  5-წლიანი (2022-2026 წწ.) პროექტის – „საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და რეგიონების (მხარეების) საწარმოო ძალების მდგრადი განვითარების პრობლემების კვლევა“ – ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო კვლევების შედეგების შესახებ, ანგარიში წარუდგინეს.


მსგავსი

სიახლეები

სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

სიახლეები

სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?