UNI4VERSE FINEDU – ინოვაციური კონკურსი სტუდენტებისთვის დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE FINEDU იწყება, რომლის თემა ფინანსური განათლებაა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
მონაწილეები იმუშავებენ რეალურ ფინანსურ გამოწვევებზე, შექმნიან ინოვაციურ პროტოტიპებს ხელოვნური ინტელექტისა და IT ინსტრუმენტების გამოყენებით და მიიღებენ პროფესიულ მენტორობას.
კონკურსის მიმართულებები მოიცავს ფინანსურ უსაფრთხოებას, ყოველდღიურ ფინანსებს, გრძელვადიან დაგეგმვას, ფინანსური სერვისების ინტეგრაციასა და მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადების მართვას.
მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 17 წლის და უფროსი ასაკის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტს (ნებისმიერი ფაკულტეტიდან).
- რეგისტრაცია მიმდინარეობს გუნდურად (2-4 სტუდენტი +1 მენტორი).
- შიდა კონკურსის შედეგად გამოვლინდება თითოეული უნივერსიტეტის 1 ფინალისტი გუნდი (+ მენტორი).
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი.
კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
აქციეთ თქვენი იდეა ინოვაციურ გადაწყვეტად – დარეგისტრირდით და წარმოაჩინეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური პოტენციალი!
მსგავსი
სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა, კონსორციუმის წევრის სტატუსით, ერევანში საერთაშორისო საგრანტო პროექტ WARIE-ის გახსნაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დოქტორი გიორგი გიორგობიანი და სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის...
სტუ IAEA-ის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ალაზნის აუზის მიწისქვეშა წყლებს შეისწავლის
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა მონაწილეობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კოორდინირებულ კვლევით პროექტში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და თანამედროვე კვლევითი მიდგომების...
ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა მკვლევრების საჯარო ლექციები სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ახალგაზრდა მკვლევრებმა - ქართველმა და უცხოელმა დოქტორანტებმა...
მასალათა კვლევის თანამედროვე სამეცნიერო სივრცე სტუ-ში
„თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მასალათა კვლევის ცენტრი გვაძლევს შესაძლებლობას, სამეცნიერო კვლევები კიდევ უფრო დავაახლოოთ...
23 ივლისი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეა
27 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები უმნიშვნელოვანესი საინჟინრო და...
სტუ-ის დოქტორანტი რომან ცერცვაძე სალექციო კურსს საფრანგეთის წამყვან საინჟინრო უნივერსიტეტში წაიკითხავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი, რომან ცერცვაძე, საფრანგეთში, Toulouse INP - ENSEEIHT (N7) უნივერსიტეტში სალექციო კურსს...