სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

სიახლეები

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას ემსახურება. დანტეს საერთაშორისო დღის აღნიშვნა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე სწორედ ამ ღირებულებების გამოხატულებაა”, – ამის შესახებ სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ დანტეს საერთაშორისო დღისა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის დაარსებიდან 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობითა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან პარტნიორობით, დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღინიშნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და იტალიის აკადემიური, კულტურული და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის – იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონო, დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივანი – ცნობილი იტალიელი ხელოვნებათმცოდნე, მწერალი, ჟურნალისტი, სტუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ალესანდრო მაზი, ამავე საზოგადოების კოორდინატორი კავკასიის რეგიონში ალესანდრო სალაკონე და კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეა ჩარლარიელო, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე, პოეტი დათო მაღრაძე, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, ასევე, დანტეს თბილისის კომიტეტის პედაგოგები და უნივერსიტეტის სტუდენტები.

საიუბილეო ღონისძიება, რომელიც საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის ოცწლიანი საქმიანობის შეჯამებასა და საქართველო-იტალიის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას მიეძღვნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა ხაზი გაუსვა გლობალურ სივრცეში კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ერთ-ერთი მისიაა ჩამოყალიბდეს კულტურათაშორისი დიალოგის, საერთაშორისო პარტნიორობისა და ფუნდამენტური ღირებულებების განვითარების მნიშვნელოვან ცენტრად.

აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-იტალიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ისაუბრა უნივერსიტეტისა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებზე და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს პროფესიული და კულტურული განვითარების ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს.  რექტორის შეფასებით, დანტე ალიგიერის საზოგადოებასთან და დანტეს თბილისის კომიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა წარმატებული პარტნიორობის მაგალითია, რომელიც საერთო კულტურულ და საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება.

„დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღნიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კულტურა, განათლება და მეცნიერება ქვეყნებსა და წამყვან უნივერსიტეტებს შორის მდგრადი თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ყველაზე მტკიცე საფუძველია.

დანტე ალიგიერი მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მისი მემკვიდრეობა დღესაც აქტუალურია, რადგან ის ადამიანის ღირსების, ცოდნის, თავისუფლებისა და ზნეობრივი პასუხისმგებლობის იდეებს ეფუძნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას. იტალიის რესპუბლიკის საელჩოსთან, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისსა და დანტეს თბილისის კომიტეტთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს განვითარებისთვის შევუქმნათ მრავალფეროვანი აკადემიური და კულტურული გარემო, სადაც ტექნიკური და საინჟინრო განათლება ჰუმანიტარულ ღირებულებებთან ჰარმონიულად არის შერწყმული.

მოხარული ვართ, რომ უნივერსიტეტში წარმატებით ხორციელდება ერთობლივი საერთაშორისო პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს იტალიური ენისა და კულტურის სწავლებას, სამეცნიერო-აკადემიური კავშირების გაძლიერებასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. განსაკუთრებულად აღსანიშნავია „დანტეს დიდაქტიკური ცენტრის“ საქმიანობა, რომელიც კულტურული დიპლომატიის, განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის წარმატებულ მოდელს წარმოადგენს“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, პროფესორები ალესანდრო მაზი, ალესანდრო სალაკონე და ნინო ცერცვაძე. მათ ყურადღება გაამახვილეს კულტურათაშორისი დიალოგის, აკადემიური თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული ღირებულებების მნიშვნელობაზე თანამედროვე მსოფლიოში, ასევე, ისაუბრეს დანტე ალიგიერის საზოგადოების როლზე იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველო-იტალიის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.

საიუბილეო საღამოს განსაკუთრებული ხიბლი შემატეს პოეტმა დათო მაღრაძემ, ცნობილმა მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ, ტენორმა ავთანდილ ჩიქავამ, გიორგი პატარაიამ და სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტმა დავით გიგაურმა. მაესტრო ეკატერინე გოგოლიძის მუსიკალური აკომპანიმენტით მათ დამსწრე საზოგადოებას ცნობილი საოპერო არიები და ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის გამორჩეული შედევრები შესთავაზეს, ხოლო იტალიელ მოცეკვავეთა ჯგუფმა შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული კომპოზიცია შეასრულა.

დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალურმა მდივანმა ალესანდრო მაზიმ ორ ქვეყანას შორის კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის „დამსახურების დიპლომები“ იტალიის ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონოს, პოეტ დავით მაღრაძესა და საოპერო მომღერალს, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძეს გადასცა.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა საერთაშორისო პროექტის – „დანტეს დიდაქტიკური ცენტრის საქმიანობის გაფართოება და იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების განვითარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ – მესამე ფაზის დახურვის ცერემონია. პროექტის მონაწილე სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის ADA-ს ატესტატები, PLIDA-ს საერთაშორისო სერტიფიკატები და სხვადასხვა ჯილდოები საზეიმოდ გადაეცათ.


მსგავსი

სიახლეები

სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

სიახლეები

სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?