სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2026“ სტუ-ში


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2026“ გაიმართა.

„ჯომარდობა-2026“-ში 11 ფაკულტეტის  ნაკრები გუნდი მონაწილეობდა. სპორტული ღონისძიება სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით ჩატარდა.

როგორც სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ლეშკაშელი აღნიშნავს, საუნივერსიტეტო სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა ნებისმიერი სტუდენტისთვის წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე იყო შესაძლებელი. მისი თქმით „ჯომარდობა-2026“-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 60 სტუდენტი იყო ჩართული.

დავით ლეშკაშელის განმარტებით, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ახალგაზრდებს არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობისა და ექსტრემალური სპორტის გამოცდილებას აძლევს, არამედ გუნდურობის, ურთიერთნდობისა და პასუხისმგებლობის განვითარებასაც უწყობს ხელს. ასეთი ღონისძიებები აერთიანებს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს, აძლიერებს უნივერსიტეტის ერთიანობის განცდას და ქმნის იმ გარემოს, სადაც სწავლა და აქტიური სტუდენტური ცხოვრება ერთმანეთთან ჰარმონიაშია.

„ჯომარდობა არის ერთ-ერთი გამორჩეული საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთად განიცადონ ექსტრემალური სპორტის გამოცდილება და იმოქმედონ გუნდურად. მისი თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობა ღია იყო წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე და მასში ჩართული იყო 60 სტუდენტი 11 ფაკულტეტიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სტუდენტური თვითმმართველობის აქტიურ როლს და რექტორის მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივების მნიშვნელობას”.

– თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ლეშკაშელი

აღსანიშნავია, რომ შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების ჯგუფი, მეორე ადგილზე გავიდა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტების გაერთიანებული გუნდი, მესამეზე კი – ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გუნდი.


მსგავსი

სტუდენტური აქტივობები

სახალხო თეატრ-სტუდიას „მოდინახე“ Comedy Fest 2026-ის ახალ მიმართულებაში მონაწილეობისთვის ჟიურიმ მადლობა გადაუხადა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ Comedy Fest 2026-ში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. საუნივერსიტეტო თეატრი ფესტივალის პროგრამაში ახალი, სპეციალური მიმართულებით...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით სტუდენტები პარაკლისს დაესწრნენ

ასი ათასი თბილისელი მოწამის ხსენების დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით, ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი კახაბერ ძაგანია და...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის ოთხი ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიები დაენიშნათ

„განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდების აკადემიური მიღწევების დაფასება განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სტუდენტური წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა და პროფესიული...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის საცურაო აუზ „ტონუსის“ ახალგაზრდა მოცურავეებმა თბილისის შემოდგომის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს

7-8 ნოემბერს, გლდანის საცურაო აუზზე, თბილისის შემოდგომის ღია პირველობა ცურვაში გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 2014-2015 და 2016-2017 წლებში დაბადებული გოგოები და...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტების პროექტმა Exsul-მა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე პარტნიორების ინტერესი და ბიზნესმენტორინგის შეთავაზება დაიმსახურა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, დავით გრევემ და მირიან ფუტკარაძემ, პროფესორ ნონა ოთხოზორიას მენტორობით, საქართველოს ინოვაციებისა...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ში შიდასაუნივერსიტეტო პროექტი – „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო

„სწავლა ადამიანის განვითარების საფუძველია, სპორტი ამ განვითარების მნიშვნელოვანი თანამგზავრი. განათლება გვაძლევს ცოდნას, გვივითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, გვასწავლის მოვლენების გააზრებასა და სწორი...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?