სტუდენტებს თბილისის მერია ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სწავლების პროცესშივე ჩაერთონ პრაქტიკულ საქმიანობაში და პროფესიული გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ. სწორედ ამიტომ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექციის საქალაქო სამსახურის ინიციატივას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მნიშვნელოვანია, რომ მერია სწორ აქცენტს აკეთებს იმ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს ქვეყნის განვითარებისა და ურბანული პროცესების მართვისთვის პრიორიტეტულია. სამშენებლო, სატრანსპორტო, არქიტექტურის, აგრარული და სამთო მიმართულებები პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ქალაქის განვითარებასთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, გარემოს უსაფრთხოებასთან და მდგრად განვითარებასთან. სწორედ ამ სპეციალობების სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შეთავაზება დროული გადაწყვეტილებაა“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა სტუდენტებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლების შეხვედრის ღონისძიებაზე განაცხადა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექციის საქალაქო სამსახური სტუ-ის სტუდენტებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებაზე მიღებას აცხადებს. მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების სტუდენტებს დეტალურად გააცნო სტაჟირების პროგრამის პირობები, მონაწილეობის კრიტერიუმები, ასევე, მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობის სპეციფიკა.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, თბილისის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ სპეციალობების სტუდენტების მხარდაჭერას, რომლებიც ქალაქის განვითარებასა და თანამედროვე ურბანული გარემოს ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა დაინახონ საკუთარი პროფესიის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ მომავალ საქმიანობას უკავშირდება. მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს როგორც პროფესიული უნარების განვითარებას, ისე საჯარო სექტორსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას“.
– პროფესორი თამარ წერეთელი
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა პროგრამასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
მსგავსი
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....
