სტუ-ში სახელმწიფო ენების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა


„ქართულმა ენამ ქართველი ერი ურთულეს ისტორიულ ვითარებაში გააერთიანა, შეუნარჩუნა სახელმწიფოებრივი ცნობიერება და კულტურული უწყვეტობა. ქართულმა სიტყვამ, ქართულმა ხელნაწერმა, ქართულმა საგალობელმა და სამეცნიერო აზრმა შექმნა ის სულიერი სივრცე, რომელმაც ჩვენი ეროვნული არსებობა გადაარჩინა. დღეს, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, ამ პასუხისმგებლობას ახალი განზომილება ემატება. აუცილებელია, რომ ქართული და აფხაზური ენები სრულფასოვნად იყოს ინტეგრირებული თანამედროვე ტექნოლოგიურ სისტემებში, ციფრულ პლატფორმებში, ენობრივ მოდელებში, ავტომატური თარგმნის სისტემებში, ხელოვნური ინტელექტის არქიტექტურაში, სამეცნიერო მონაცემთა ბაზებსა და გლობალურ საინფორმაციო სივრცეში. თუ სახელმწიფო ენა ვერ გახდება თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების ორგანული ნაწილი, ის თანდათან დაკარგავს ფუნქციურ შესაძლებლობებს, გავლენას და განვითარების პერსპექტივას.  ჩვენი ვალია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი გამოვიყენოთ ეროვნული იდენტობის გასამტკიცებლად, კულტურული მრავალფეროვნების გასაძლიერებლად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

უნივერსიტეტში სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეორე საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში – კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“ გაიმართა.

ღონისძიება, რომლის მუშაობაში ჩართულნი არიან ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები, მეცნიერ-მკვლევრები, განათლების სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული და აფხაზური ენების კულტურულ და ტექნოლოგიურ პერსპექტივებს, თანამედროვე ციფრულ ეკონომიკაში ენობრივი რესურსების მნიშვნელობას, ასევე, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

„მსოფლიო შედის ახალ ციფრულ რეალობაში, სადაც ინფორმაცია ძვირფასი რესურსია, ხარისხიანი განათლება – გლობალური კონკურენტუნარიანობის მთავარი ფაქტორი, ტექნოლოგიური შესაძლებლობები კი, სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობაა. ციფრული ტრანსფორმაცია ცვლის ადამიანთა ცხოვრების წესს, შრომის ბაზარს, კომუნიკაციის ფორმებსა და საზოგადოებრივი ურთიერთობების არქიტექტურას. თუმცა, ამ მასშტაბურ ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ჩნდება უმნიშვნელოვანესი კითხვები – მომავლის ციფრულ სამყაროში სად იქნება ეროვნული კულტურების, ენებისა და იდენტობების ადგილი? შეძლებენ თუ არა მცირე ერები საკუთარი სულიერი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას გლობალური ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში? სწორედ ამ კონტექსტში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას უნიკალური კულტურების მქონე მცირე ერების პასუხისმგებლობა თავიანთი ბუნებრივი ენების, ისტორიული მეხსიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების მიმართულებით. სწორედ ენა არის ერის ისტორიული მეხსიერება, მისი სულიერი ენერგია, მსოფლმხედველობა, კულტურული კოდი და ეროვნული იდენტობისა და თვითშეგნების საფუძველი. ამიტომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალმა თაობებმა იცხოვრონ ისეთ საქართველოში, სადაც სახელმწიფო ენები ორგანულად იქნება ინტეგრირებული თანამედროვე ციფრულ და ტექნოლოგიურ სამყაროში. მადლობას მოვახსენებ ჩვენი უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს და ბატონ კონსტანტინე ფხაკაძეს კონფერენციის ჩატარებისათვის. წარმატებას ვუსურვებ მონაწილეებს“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში – კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“ ორი დღე გასტანს, სადაც კონფერენციის მონაწილეები   20-ზე მეტ თემის  ირგვლივ იმსჯელებენ.


მსგავსი

კონფერენციები და სემინარები

საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა კონფერენცია სტუ-ში

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა წარმოადგენს სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ ისტორიულ მაგალითს, რომელშიც პოლიტიკური ნდობა, საერთო გეოპოლიტიკური ხედვა და ეკონომიკური ინტერესები...

კონფერენციები და სემინარები

ბუღალტერიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს ბუღალტერთა კავშირის ინიციატივითა და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ბუღალტერიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მიზანს...

კონფერენციები და სემინარები

სტუ-ში Erasmus+ პროექტის Micro-GEAR შემაჯამებელი კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ პროექტის - „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკრო სერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“...

კონფერენციები და სემინარები

სტუ-ში მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიისა, საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტისა და სტუ-ის ორგანიზებით, მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...

კონფერენციები და სემინარები

„ხელისუფლება და საზოგადოება – 2026“- სტუ-ში XX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის - „ხელისუფლება და საზოგადოება - ისტორია, თეორია, პრაქტიკა“ ორგანიზებით,...

კონფერენციები და სემინარები

საერთაშორისო კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2026“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიოზატორობით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (გერმანია) და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?