„სამოთხიდან გოლგოთამდე“ – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ასმათ ოქროპირიძემ საჯარო ლექცია ჩაატარა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ასმათ ოქროპირიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია „სამოთხიდან გოლგოთამდე“.
ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები, „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია არიან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ საერთაშორისო ურთიერთობებისა და მეცნიერების დარგში, პროფესორმა მამუკა გიორგაძემ გახსნა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტი „ქართული თვითმყოფადობა“, სტუდენტებისთვის ისტორიის გაცნობიერებას ისახავს მიზნად.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში საჯარო ლექცია უკვე მეორედ ტარდება.

ეს არის პროგრამა, რომელიც საზოგადოებას, განსაკუთრებით სტუდენტებს, ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას ახსენებს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანეს ეტაპებს, რომელთაც განსაზღვრეს ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა.
ეს არის პროექტი, რომელსაც ახალგაზრდობამდე მიაქვს მთავარი იდეა – საქართველო და ქართველი ხალხი არის კაცობრიობის პარტნიორი ღირსეული ერი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ სუპრანატურალური, სუპრამენტალური მდგომარეობის სუბსტანცია. დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქალბატონი ასმათ ოქროპირიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „სამოთხიდან გოლგოთამდე”. სასიამოვნოა, რომ აუდიტორია სავსეა, რაც მიუთითებს ახალგაზრდების მხრიდან დიდ ინტერესზე”, – აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი, ენათმეცნიერი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ფაკულტეტების დეკანები და სტუდენტები.
საჯარო ლექციის დასასრულს ასმათ ოქროპირიძემ სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
მსგავსი
სტუ-ში საგრანტო განაცხადების მომზადებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
9 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის თანამშრომლებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის...
სტუ-ის რექტორი ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი პოეტის...
განახლებადი ენერგიების ახალი ლაბორატორია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ERASMUS+ Capacity Building in Higher Education (CBHE)-ის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული საერთაშორისო პროექტის - „10112876-3E-Partnership –...
ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო...
სტუ-ის მკვლევრები სამუშაო ვიზიტით ტვენტეს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევართა ჯგუფი პროფესორ პაატა კერვალიშვილის, ასოცირებული პროფესორების თამარ ბერბერაშვილისა და ლალი ჩახვაშვილის შემადგენლობით, Erasmus+...
სტუ-ის გუნდმა ერევანში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პირველ სტუდენტურ „B2B Sales“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის „LISS24“ პროექტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნულ პოლიტექნიკურ...