სტუ-ის გუნდმა ერევანში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პირველ სტუდენტურ „B2B Sales“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის „LISS24“ პროექტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნულ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (NPUA) გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პირველ სტუდენტურ „B2B Sales“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ერევანში, კონკურსის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თამარ რუხაძე და ამავე ფაკულტეტის სტუდენტები ნიკა გოგლიძე, ზურა ვატიტაძე და დავით ჯალაღონია.
სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებაში საქართველოდან და სომხეთიდან 6 წამყვანი უნივერსიტეტი მონაწილეობდა. როგორც ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, კონკურსში მონაწილე თითოეული უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო სამი სტუდენტისა და ერთი მწვრთნელისგან შემდგარი გუნდით. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ დღეს მოეწყო სამი პარალელური ე.წ. „ოთახის ქვეკონკურსი“, სადაც 18 სტუდენტი ერთმანეთს ეჯიბრებოდა. თითოეული ექვსკაციანი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტი გადავიდა ფინალურ ტურში, სადაც გამოვლინდნენ საერთო გამარჯვებულები და საპრიზო ადგილების მფლობელები.
„საერთაშორისო პროექტის – „Learn-Innovate-Sell-Succeed“ (LISS24) მთავარ მიზანს წარმოადგენს B2B (Business-to-Business) გაყიდვების და ინოვაციური შესაძლებლობების გაზრდა სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით ინჟინერიის სფეროში, ახალ ციფრულ ეპოქაში. ასეთ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა სტუდენტებისთვის მხოლოდ აკადემიური აქტივობა არ არის – ეს არის მძლავრი პლატფორმა, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ის სტუდენტებს უხსნის გზას ადგილობრივი აუდიტორიებიდან საერთაშორისო ასპარეზზე. ისინი უნივერსიტეტში ბრუნდებიან გაზრდილი თვითშეფასებით, ახალი იდეებით, მოტივაციითა და იმ ცოდნით, რომელიც მათ გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიან პროფესიონალებად აქცევს. ყოველი ასეთი ვიზიტი არის ინვესტიცია მათ მომავალში“.
– ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია
პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში დაფუძნდა „გაყიდვების ლაბორატორია“. ლაბორატორიისთვის შეძენილია თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა და გადამზადდა შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი. სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სრულად რეაბილიტირდა ლაბორატორიის ფიზიკური სამუშაო სივრცე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროფილის ლაბორატორია საქართველოში პირველია და ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს თანამშრომლობას ბიზნესსექტორსა და უნივერსიტეტს შორის. ლაბორატორია იძლევა შესაძლებლობას, ბიზნესსექტორს შესთავაზოს სხვადასხვა კვლევა მათი გაყიდვების პოტენციალის სტიმულირებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.
მსგავსი
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....
UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში
GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...
