„თეგეტას“ სახელობის თანამედროვე სასწავლო ცენტრი სტუ-ში


„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამედროვე საინჟინრო განათლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს – კერძო სექტორთან მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარებას – პრიორიტეტად მიიჩნევს. უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს არაერთი თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, რომლებიც კერძო სექტორის აქტიური პარტნიორობით შეიქმნა და აღიჭურვა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი თანამედროვე სასწავლო ცენტრი, რომელიც სტუდენტებს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ენერგეტიკული, სამთო-გეოლოგიური და კომუნალური სფეროების ისეთ წამყვან მსხვილ კომპანიებთან, როგორიცაა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „თელასი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „არემჯი“ და სხვა კომპანიები. სწორედ მათთან მჭიდრო პარტნიორობით უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის პრაქტიკულ სწავლებას უზრუნველყოფს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, „ბიზნესჰაბის“ სივრცეში, „თეგეტას“ სახელობის თანამედროვე სასწავლო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

სასწავლო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „თეგეტა ჰოლდინგს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები, ასევე „თეგეტა ჰოლდინგის” მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე, კორპორაციული სერვისების მთავარი ოფიცერი რუსუდან სანიკიძე და კომპანიის წარმომადგენლები.

როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, თანამშრომლობის ახალი ეტაპი უმაღლესი განათლებისა და ბიზნესის სექტორებს შორის კავშირის გაძლიერებას, თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნის შეთავაზებას ისახავს მიზნად.

„უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის პარტნიორობით იქმნება ინტეგრირებული თანამშრომლობის მოდელი, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი, როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრი და კერძო სექტორი, როგორც პრაქტიკული გამოცდილების წყარო ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო – მოვამზადოთ მაღალი კვალიფიკაციის, კონკურენტუნარიანი და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე სრულად მორგებული სპეციალისტები. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით სასარგებლოა სტუდენტებისთვის იმ მხრივ, რომ მათთვის სწავლის პროცესშივე უზრუნველყოფილი იქნება რეალური პროფესიული გარემო, სადაც ახალგაზრდები პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ. კერძო სექტორთან ინტეგრაცია საშუალებას გვაძლევს, საგანმანათლებლო პროგრამები მაქსიმალურად მოვარგოთ შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს და უზრუნველვყოთ კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობა.

კერძო სექტორისთვის ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ადამიანური კაპიტალის გასაძლიერებლად, რადგან უნივერსიტეტთან პარტნიორობით დამსაქმებელი კომპანიები ახალი თაობის სპეციალისტების ფორმირებაში მონაწილეობენ და ამით უზრუნველყონ ახალგაზრდების პროფესიული უნარების შესაბამისობას ინდუსტრიის მოთხოვნებთან.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს სასწავლო, კვლევითი და პრაქტიკული სივრცეები, ასევე, თანამედროვე ლაბორატორიები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მათ შორის კერძო სექტორთან, მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. დარწმუნებული ვარ, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით მოწყობილი სასწავლო ცენტრი სტუდენტების განსაკუთრებულ ინტერესსა და მოწონებას დაიმსახურებს. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი „თეგეტა ჰოლდინგს“ და მის დამფუძნებელს – ბატონ თემურ კოხოძეს, რომელიც ჩვენი კურსდამთავრებულია. ასევე, მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა პარტნიორს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის”.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგ-პროგრამებში ჩაერთვებიან როგორც სტუდენტები, ასევე, მოქმედი სპეციალისტები და დამწყები ავტომექანიკოსები, რომლებიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადებას ან კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის პროფესორები სამუშაო ვიზიტით პოლონეთსა და ჩეხეთში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლები – გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე და ასოცირებული...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ალექსანდრე ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მათემატიკოსის, მეცნიერისა და...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი ასოცირებული პროფესორის, ნათია მაისურაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ასოცირებული პროფესორის ნათია მაისურაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

22–26 ივნისს, გერმანიაში, ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (HAW Hamburg), Erasmus+ CBHE პროექტის „DIGITECH“ ფარგლებში საერთაშორისო ვორკშოპი და სამუშაო შეხვედრები გაიმართა....

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?