სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
რექტორის განცხადებით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდ მიზანთან მიახლოების პირველი ეტაპია, რომელიც მათთვის ახალი შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარების გზას ხსნის.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაკვეთის დაწყებას. ეს დღე ახალი შესაძლებლობების, პასუხისმგებლობისა და მომავალი წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდი მიზნისკენ მიმავალი გზის პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპია. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულად გაართმევს თავს ახალ გამოწვევას და დასახული მიზნების განსახორციელებლად წარმატებულ ნაბიჯს გადადგამს. გისურვებთ წარმატებით დაძლიოთ ყველა გამოცდა, მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და შეძლოთ იმ პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევა, რომელიც თქვენი მომავალი წარმატების საფუძველი გახდება.კიდევ ერთხელ გილოცავთ და თითოეულ თქვენგანს წარმატებას, ჯანმრთელობასა და ღირსეული მომავლისკენ მიმავალ გზაზე გამარჯვებების მიღწევას გისურვებთ“.
-აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუ-ის საცურაო აუზის “ტონუსი” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი “ტონუსი” უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....
UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში
GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული...
პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლას სთავაზობს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს. ლიეტუვური ენისა...