სტუ-ის მკვლევრები სამუშაო ვიზიტით ტვენტეს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევართა ჯგუფი პროფესორ პაატა კერვალიშვილის, ასოცირებული პროფესორების თამარ ბერბერაშვილისა და ლალი ჩახვაშვილის შემადგენლობით, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების ტვენტეს უნივერსიტეტში (University of Twente) იმყოფებოდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას ცნობილმა მეცნიერმა და ინოვატორმა, ტვენტეს უნივერსიტეტის პროფესორმა ჰანს ჰილგენკამპმა უმასპინძლა.

ხუთდღიანი ვიზიტის მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტვენტეს უნივერსიტეტს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, მიმდინარე კვლევითი პროექტების გაცნობა და სამომავლო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა იყო.

სტუ-ის პროფესორ პაატა კერვალიშვილის თქმით, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივი კვლევების, საერთაშორისო საგრანტო პროექტების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების, ასევე, საინჟინრო ფიზიკის მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე.

„ჩვენმა ჯგუფმა ოფიციალური შეხვედრა გამართა რიტა დე ვილდე-ბრინკთან, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო მხარდაჭერისა და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს  უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის გაფართოება და სამომავლო საგანმანათლებლო პროექტები. ჩვენს დელეგაციას ჰქონდა უნივერსიტეტის სხვადასხვა კვლევით ჯგუფთან ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობა. მონაწილეობა მივიღეთ ICE (Interfaces and Correlated Electron Systems) და QTM (Quantum Transport and Matter) კვლევითი ჯგუფების ერთობლივ სემინარში. წარვადგინეთ მოხსენება – „ლაზერული მეთოდით სინთეზირებული კვანტური მასალები“, რასაც მოჰყვა აქტიური სამეცნიერო დისკუსიები, გამოცდილების გაცვლა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა.

შეხვედრებისა და სემინარების დროს წარვადგინეთ საკუთარი სამეცნიერო შედეგები, მათ შორის: „ნანობიოლოგიური ანსამბლების სტრუქტურული თავისებურებების გააზრების ფრაქტალური კონცეფცია“; „ნანობიონაწილაკების ვიბრაციული თვისებები და რეზონანსული თერაპიის კონცეფცია“; „ბორ-10 იზოტოპით გამდიდრებული ნახევარგამტარული სენსორული სისტემები“ და „ფოტოვოლტური გამოყენებისთვის ნახევარგამტარ-გრაფენული ნანოსისტემე­ბის კვლევა“.

პროფესორი  პაატა კერვალიშვილი

ტვენტეს უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის  სამუშაო ვიზიტმა წარმოაჩინა  ორივე მხარის მნიშვნელოვანი პოტენციალი მოწინავე სამეცნიერო კვლევების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდების მიმართულებით თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიდერლანდელი კოლეგებისა და ტვენტეს უნივერსიტეტის სტუდენტების მაღალი ინტერესი და მზადყოფნა თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რაც მომავალში მრავალმხრივი და ნაყოფიერი პარტნიორობის საფუძველს ქმნის.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს და ჯანმრთელობას,...

Placeholder
სიახლეები

სტატიებისა და პროფესიული მასალის გამოქვეყნება EEDA Newsletter-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს EEDA Newsletter-ის მომდევნო გამოცემებში სიახლეების, მოკლე სტატიებისა და პროფესიული მასალის გამოქვეყნების შესაძლებლობა ეძლევათ. EEDA Newsletter არის...

სიახლეები

სტუ-ის პროფესორმა, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან ერთად, ფილადელფიაში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესში – ICM 2026 – მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ნატროშვილმა ფილადელფიაში (აშშ) გამართულ მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესში...

სიახლეები

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

2026 წლის 1 სექტემბრიდან იწყება საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტაჟიორთა შერჩევის კონკურსი. ანაზღაურებადი სტაჟირების...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ლამარა ბერიშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით პროფესორ ლამარა ბერიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პარაძიუდოისტთა ნაკრებსა და სტუ-ის სტუდენტს ევროპის ორგზის ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს, საქართველოს...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?