სტუ-ის პროფესორები სამუშაო ვიზიტით პოლონეთსა და ჩეხეთში იმყოფებოდნენ


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლები – გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე და ასოცირებული პროფესორი ოლღა სესკურია, საერთაშორისო პროექტის – „გეომემკვიდრეობის ინვენტარიზაცია, ელექტრონული გზამკვლევი და მობილური აპლიკაცია მდგრადი ტურიზმისთვის (სომხეთი და საქართველო)“ ფარგლებში, სამუშაო-სასწავლო ვიზიტით პოლონეთსა და ჩეხეთში იმყოფებოდნენ.

პროექტის დონორია საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდი (IVF). პროექტის გენერალური კოორდინატორი კი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU), ხოლო ევროპული პარტნიორები არიან სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (SUT, პოლონეთი) და ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი (TUO, ჩეხეთი). ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ, სომხეთიდან (YSU): ასოცირებული პროფესორები გორ ალექსანიანი და სეირან სუვარიანი და პროფესორები კშიშტოფ ლაბუსი, მალგოჟატა ლაბუსი (პოლონეთი), მარტინ კლემპა და პეტრ სკუპიენი (ჩეხეთი).

სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოდარ ფოფორაძის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის გეომემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაციას, მათი პოპულარიზაციისთვის ელექტრონული გზამკვლევისა და მობილური აპლიკაციის შექმნას, ასევე, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების გზით.

„პოლონეთსა და ჩეხეთში განხორციელებული სამუშაო-სასწავლო ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, გაგვეზიარებინა გამოცდილება და გაგვეცნო ევროპელი პარტნიორების საუკეთესო პრაქტიკა გეომემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს საქართველოში გეომემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაციის პროცესის სრულყოფას, თანამედროვე ციფრული რესურსების – ელექტრონული გზამკვლევისა და მობილური აპლიკაციის – შექმნას, ასევე საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი უნივერსიტეტის, ისე ქვეყნისთვის, რადგან მსგავსი პროექტები აძლიერებს სამეცნიერო თანამშრომლობას, ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას და საქართველოს გეოლოგიური მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას“.

– პროფესორი ნოდარ ფოფორაძე

დელეგაციის წევრები გაეცნენ პოლონეთისა და ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონებში არსებულ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტებსა და უნივერსიტეტების სამეცნიერო სივრცეებს. პროგრამის ფარგლებში მოეწყო გასვლითი ტურები უნიკალურ გეოტურისტულ ობიექტებზე: „დედოფალ ლუიზას ქვანახშირის მაღარო“ (ზაბჟე, პოლონეთი) – ყოფილი მაღარო, რომელიც დღეს ინოვაციურ ტურისტულ სივრცედაა ქცეული.„ლანდეკ პარკი“ (ოსტრავა, ჩეხეთი) – ყოფილი მაღაროს ბაზაზე შექმნილი წარმატებული მუზეუმი და რეკრეაციული ცენტრი. პარტნიორებმა განიხილეს პროექტის მომდევნო ეტაპები, მათ შორის ივლისის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტი საქართველოსა და სომხეთში, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური მემკვიდრეობის 15 ობიექტი გამოიკვლევა.

თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა მუზეუმებს შორის მინერალების კოლექციების გაცვლა; სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამები, ხოლო 2027 წლის ხელახალი აკრედიტაციისთვის, „გეოლოგიის“ სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სასწავლო კურსები განახლდება, დაიხვეწება და დაემატება ახალი თანამედროვე მოდულები.


მსგავსი

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

სიახლეები

სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

სიახლეები

UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში

GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?