სტუ-ის რექტორი ასოცირებული პროფესორის, ნათია მაისურაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ასოცირებული პროფესორის ნათია მაისურაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გამორჩეული თანამშრომლის, ასოცირებული პროფესორის ნათია მაისურაძის გარდაცვალების გამო
ქალბატონი ნათია მრავალი წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. იგი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით, კოლეგიალურობითა და სტუდენტებისადმი განსაკუთრებული მზრუნველობით.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის.
ვუსამძიმრებთ ქალბატონი ნათიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სტუდენტებს“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუ-ის საცურაო აუზის “ტონუსი” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი “ტონუსი” უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...
TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....
UNI4VERSE FINEDU-ს საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ში
GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსი სტუდენტებს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროტოტიპების შექმნისა და Web Summit-ზე გამგზავრების შანსს აძლევს. საქართველოს ტექნიკურ...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული...
პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლას სთავაზობს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესასწავლად იწვევს. ლიეტუვური ენისა...