ინსტიტუტში დაარსების დროიდან მიმდინარეობს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის ინტერდისციპლინარული კვლევები. ინსტიტუტის მიზნები მოკლედ: 1.კვანტური სისტემების მართვა, საბაზისო ელემენტების აგება კვანტური გამომთვლელისათვის და კვანტური და კლასიკური ალგორითმების სირთულის კვლევა. დინამიური მრავალნიშნა ლოგიკის თეორიის განვითარება ნეირონულ ქსელებში მათი გამოყენების მიზნით. . 2. არასრულ ბაზრებზე აქტივთა ფასების განსაზღვრისთვის საჭირო რისკ-ნეიტრალური ზომების წარმოდგენების მიღება და მათი აპროქსიმაციის მეთოდების დამუშავება. სტოქასტურ პროცესთა პროგნოზირების მეთოდების განვითარება. 3. ჩაის ფოთლის შერჩევითი კრეფის მექანიზაციის ამოცანაში კიბერნეტიკის მეთოდების გამოყენების ეფექტიანობის კვლევა. 4. ცალკეული ნეირონის დონეზე ინფორმაციის მიღების, გადამუშავება–შენახვის და გადაცემის საკითხების კვლევა. ამ პროცესებზე გარეშე ელექტრომაგნიტური ველების ზეგავლენის შესწავლა. 5. ბიოსამედიცინო კვლევები უროლოგიური ორგანოების კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების მიზნით. 5. დოპირებული მაღალტემპერატურული ზეგამტარებისა და კობალტიტური თერმოელექტრიკების ფუნქციონალური პარამეტრების გაზომვა და ანალიზი, მათი ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით გამოყენების ფართო არეალისთვის. 6. ინსტიტუტში შეიქმნა ინფორმაციული და ავტომატური მართვის უწყვეტი ტექნოლოგიური ხაზი მულტიფუნქციონალური მაგნიტური ნანონაწილაკების სინთეზირებისთვის. შესაბამისად შეისწავლება სიმსივნური დაავადებების მკურნალობის შესაძლებლობები ცოცხალ ორგანიზმებში. 7. ბიოლოგიური ობიექტების ოპტიკურ–სპექტროსკოპიული შესწავლა. სპექტროსკოპიულ გადასვლებზე დაფუძნებული კვანტური ინფორმაცია და გამოთვლები. 8. ანიზოტროპული მასალების (როგორიცაა ნახევარგამტარები და თხევადი კრისტალები) ოპტიკური, ელექტრო- და ფოტო-ოპტიკური თვისებების შესწავლა. თხევადი კრისტალების ლაზერული გამოსხივების კვლევა. 9. ახალი ნანომასალების მიღების ტექნოლოგიების შემუშავება, მათი ნანოხელსაწყოებში გამოყენების მიზნით. 10. ფოტო და თერმოქრომული თხევადი კრისტალების დამუშავება ოპტიკური და სითბური ველების ვიზუალიზაციისათვის. კვლევები წამლის კონტროლირებადი მიწოდების სისტემების შესაქმნელად, სიმსივნური უჯრედების ვიზუალიზაციისა და დაშლის მიზნით. ტიტანიუმის დიოქსიდის ნანონაწილაკებზე დაფუძნებული გარემოს გამწმენდი ფირების შექმნა. მზის გამოსხივების კონცენტრატორების დამუშავება. 11.ოპტიკის, პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის და ოპტიკური მასალების ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების გაგრძელება, მათ შორის სრულად სტოქსის პოლარიმეტრიაში, ინსტიტუტში შექმნილი პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტის საფუძველზე .

FR 217330

ახალი სახეობის კვლავჩამწერი ოპტიკური დამგროვებელი სპიროპირანით დოპირებული თხევადკრისტალური ორფენოვანი პოლიმერული ფირის საფუძველზე

FR-22-2771

5G ტექნოლოგიებში გამოყენებული მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების გამოკვლევა ზოგიერთ ბიოლოგიურ სახეობაზე

FR-22-25543

ქოლესტერულ თხევად კრისტალურ სარკეზე დაფუძნებული ჰიპერსპექტული გამოსახულობის მოწყობილობა სამედიცინო გამოყენებისათვის

FR-22-3061

ინფორმაციის ჩაწერა თხევად კრისტალური ფენის ლაზერული გენერაციის სივრცული ფოტო–მოდულაციის საფუძველზე

FR-21-316

გაბნეული ელექტრომაგნიტური ტალღების სტატისტიკური მომენტების გამოკვლევა დედამიწის ატმოსფეროში და მათი გამოყენება

FR-19-5263

დნმ–ის ბაზაზე ვერცხლისა და ოქროს ნანომავთულების შექმნა და მათი შესწავლა სპექტროსკოპული და ელექტრონულ მიკროსკოპული მეთოდით

AR-19-1211

სამედიცინო დანიშნულების მულტიფუნქციონალური მაგნიტური ნანოსისტემის სინთეზი ინოვაციური ტექნოლოგიით

CARYS19-675

კალციუმის კობალტიტის საფუძველზე მაღალეფექტური თერმოელექტრული მასალების შემუშავება დოპირებითა და ნანოინჟინერიით

CARYS19-976

ანტისიმსივნური წამლით ფუნქციონალიზებული მაგნიტური ნანონაწილაკების თერაპიული ზემოქმედების შეფასება სარძევე ჯირკვლის სიმსივნურ უჯრედზე

YS-19-087

ფართოზონიანი ნახევარგამტარული ნანომასალების სინთეზი და კვლევა ულტრაიისფერ უბანში მომუშავე ფოტოდეტექტორებში გამოსაყენებლად

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?