CSU/SDSU AI კვლევა – ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების მონაწილეობით
21 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (San Diego State University – SDSU), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახორციელებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების პრაქტიკის, მის მიმართ დამოკიდებულებებისა და ამ მიმართულებით არსებული საჭიროებების ქვეყნის მასშტაბის კვლევას.
კვლევაში მონაწილეობენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეთა ყურადღება დამატებით გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე:
- კვლევაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად ფართოდ გავრცელდეს უნივერსიტეტის შიდა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით, მათ შორის ფაკულტეტების, პროგრამების ხელმძღვანელების, აკადემიური საბჭოებისა და სტუდენტური თვითმმართველობის ჩართულობით;
- იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის თანამშრომელს ერთზე მეტი რეალური და განსხვავებული როლი აქვს — მაგალითად, ერთდროულად წარმოადგენს როგორც აკადემიურ, ისე ადმინისტრაციულ პერსონალს — შესაძლებელია კითხვარის ცალ-ცალკე შევსება თითოეული განსხვავებული როლის პერსპექტივიდან, ვინაიდან შესაბამისი ჯგუფებისთვის განკუთვნილი კითხვები შინაარსობრივად განსხვავდება.
- კითხვარის შევსება ბოლომდე დაასრულონ და არ დატოვონ დაუსრულებლად;
- შესაბამის ველში რესპოდენტებმა აუცილებლად მიუთითონ უნივერსიტეტში მათი სტატუსი/როლი;
უნივერსიტეტის შედეგების უფრო სრულფასოვანი და სანდო ანალიზისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულება კვლევაში წარმოდგენილი იყოს საკმარისი რაოდენობის რესპონდენტებით, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფიდან.
კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები გამოყენებული იქნება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში AI-ის გამოყენების არსებული პრაქტიკის, საჭიროებებისა და განვითარების მიმართულებების ანალიზისთვის, ასევე საერთაშორისო შედარებითი განხილვისთვის.
კვლევის ბმული.
მსგავსი
დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ - ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა...
კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას უერთდება. ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება...
შეხვედრა მწერალ და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მწერალსა და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ლიტერატურის, მთარგმნელობითი...
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...