პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, საქართველოს დამსახურებული გამომგონებლის, პროფესორის გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტმა, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტმა დაკარგა დიდი ღვაწლის მქონე მკვლევარი და გამომგონებელი, გამორჩეული პედაგოგი და განსაკუთრებული ადამიანური ღირსებებით გამორჩეული კოლეგა, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქიმიური ტექნოლოგიების, კერძოდ კი სილიკატების მიმართულების განვითარებაში. პროფესორი გურამ გაფრინდაშვილი იყო ნოვატორი, რასაც მოწმობს მის მიერ გამოქვეყნებული 214 სამეცნიერო ნაშრომი, 3 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო და არაერთი  აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე. მისი მრავალწლიანი, ნაყოფიერი სამეცნიერო ცხოვრება აღინიშნა საქართველოს დამსახურებული გამომგონებლის საპატიო წოდებითა და ოქროს მედლით, რაც მისი გამორჩეული ნიჭისა და დაუღალავი შრომის ლოგიკური აღიარება იყო.

პროფესორმა გურამ გაფრინდაშვილმა მნიშვნელოვანი სამეცნიერო მემკვიდრეობა დაგვიტოვა –  მის სახელს უკავშირდება 5 პატენტი და 100-მდე საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მან პირველად საქართველოში, ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე, შექმნა მტკიცე სტრუქტურის პიგმენტები და ფლიუსები ტიხრული და ფერწერული მინანქრისთვის, კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი მასალა „ვიტრეს-ჩაინა“, რომელიც დღესაც გადის ექსპორტზე ამერიკაში, შეიმუშავა უმაღლესი ხარისხის ძვლის ფაიფური, ფიუზინგი და მაღალვოლტიანი ფაიფურის ელექტროიზოლატორები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გამოგონება სამედიცინო დანიშნულებით – კორუნდის კერამიკა ხელოვნური სახსრების იმპლანტაციისთვის, რაც ბიოლოგიურად სრულად თავსებადია  ადამიანის ორგანიზმთან.

დარწმუნებული ვარ, ბატონი გურამ გაფრინდაშვილის სახელი და სამეცნიერო მიღწევები ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერების ისტორიაში“.

 – აკადემიკოსი დავით გურგენიძე


მსგავსი

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

სიახლეები

„მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის – 2026“ – მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში სტუ-მ მონაწილეობა მიიღო

„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივებისა და აკადემიურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მეცნიერება უნდა გასცდეს უნივერსიტეტების აუდიტორიებისა...

სიახლეები

საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის გაცნობას, სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და მხარდაჭერის შესაძლებლობების...

სიახლეები

CSU/SDSU AI კვლევა – ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების მონაწილეობით

21 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (San Diego State University – SDSU), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ბორის ბოქოლიშვილს 90 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით,  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ღირსების ორდენოსან...

სიახლეები

დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ - ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?