საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის – Dante.global-ის მეოთხე ციკლი წარადგინა.

წლევანდელი კვირეულის თემა – „გენიალური ენა: იდეიდან ხორცშესხმამდე, იტალიური ენის მეშვეობით“ – იტალიური ენის შემოქმედებით პოტენციალსა და მნიშვნელობას წარმოაჩენს იდეების განხორციელების, პროფესიული განვითარების, კულტურული გაცვლისა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.  ღონისძიებაში აკადემიურ საზოგადოებასა და სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონო, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ცერცვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

რექტორმა საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი Dante.global-ი საქართველოში იტალიის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის იტალიასთან აკადემიური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტთან, იტალიის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას და სტუდენტებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იტალიის წამყვან უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. ამ მიმართულებით პარტნიორობა ქმნის შესაძლებლობებს გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ურთიერთგაცვლისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვისთვის. იტალიელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში უნივერსიტეტის პოზიციების განმტკიცებას და საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოში იტალიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონოს, იტალიის მთავრობასა და იტალიურ მხარეს ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივის მხარდაჭერისთვის. მათი თანადგომა ხელს უწყობს იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, საგანმანათლებლო პროექტი Dante.global-ი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ახალგაზრდებში იტალიური ენის შესწავლისადმი ინტერესის გაღვივებას და საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას“.

 – აკადემიკოსი  დავით გურგენიძე

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოში იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, რომელმაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ცერცვაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და საქართველო-იტალიას შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ნინო ცერცვაძემ ასევე ისაუბრა პროექტ Dante.global-ის მეშვეობით იტალიური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ახალი შესაძლებლობების შექმნის შესახებ.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის – Dante.global-ის მეოთხე ციკლის წარდგენას დაეთმო. პროექტი მიზნად ისახავს იტალიური ენის შესწავლის ხელშეწყობას, ენობრივი და კულტურული კომპეტენციების განვითარებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ახალი შესაძლებლობების შექმნას. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს იტალიური ენის უფასო კურსებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა. ღია კონკურსის საფუძველზე, სასწავლო პროგრამებში ჩასართავად 100 მონაწილე შეირჩა. სწავლება იტალიური ენის ცოდნის A1, A2 და B1 დონეების შესაბამის პროგრამებს მოიცავს.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დოკუმენტური ფილმის – „ტურანდოტი, უკანასკნელი ნოტი“ (Turandot. L’ultima nota) – საქართველოში პირველი, ექსკლუზიური ჩვენება. ფილმი დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მიერ შექმნილი კინოპროდუქციაა და მაყურებელს ჯაკომო პუჩინის უკანასკნელი ოპერის ისტორიასა და მის შექმნასთან დაკავშირებულ შემოქმედებით პროცესზე მოუთხრობს.


მსგავსი

სიახლეები

პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა...

სიახლეები

„მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის – 2026“ – მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში სტუ-მ მონაწილეობა მიიღო

„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივებისა და აკადემიურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მეცნიერება უნდა გასცდეს უნივერსიტეტების აუდიტორიებისა...

სიახლეები

საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის გაცნობას, სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და მხარდაჭერის შესაძლებლობების...

სიახლეები

CSU/SDSU AI კვლევა – ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების მონაწილეობით

21 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (San Diego State University – SDSU), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ბორის ბოქოლიშვილს 90 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით,  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ღირსების ორდენოსან...

სიახლეები

დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ - ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?