სტუ-ის რექტორის შეხვედრა ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციასთან
„საქართველოს ტექნიკურ და ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების უმნიშვნელოვანეს პერსპექტივად ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავება და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტების მოპოვებას განვიხილავთ, რაც თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს ინსტიტუციურ კავშირს. კოლაბორაციის ეს ფორმატი შეფასებულია როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი მაღალი დონის მკვლევრების მოსამზადებლად, რადგან დოქტორანტებს საშუალებას მისცემს, იმუშაონ ორმაგი სამეცნიერო ხელმძღვანელობის პრინციპით და მიიღონ წვდომა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ბაზასა თუ აკადემიურ რესურსებზე. ამასთანავე, ევროპული ფონდებიდან ერთობლივი კვლევითი გრანტების მოზიდვა ფინანსურად უზრუნველყოფს ინოვაციური პროექტების განხორციელებას ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით, რაც დადებითად აისახება ორივე უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგსა და სამეცნიერო პროდუქტიულობაზე“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორთან, დოქტორ ვილჰელმ ჰაუზერთან და გერმანული უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის შეხვედრას სამუშაო ვიზიტით მყოფ გერმანული უნივერსიტეტის დელეგაციასთან ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და გერმანელმა პროფესორმა ორ უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო კავშირები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. მხარეებმა დეტალურად განიხილეს სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გაფართოებისა და პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივ კვლევით პროექტებში ჩართულობის საკითხები.
რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორს იმ ნაყოფიერი და ეფექტური სამეცნიერო კვლევებისთვის, რომლებსაც ორი პარტნიორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ამ დრომდე ერთობლივად ახორციელებენ. მისივე თქმით, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან პარტნიორობა ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ წარმატებული მაგალითია, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის რეალურ შესაძლებლობას აძლევს. დავით გურგენიძემ ხაზგასმით აღნიშნა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის განსაკუთრებული როლი ამ პროცესში და ყურადღება გაამახვილა სამომავლო პერსპექტივებზე.
„გერმანულ მხარესთან, კერძოდ, პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერთან და უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ინსტიტუციური კავშირები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩართულობით განხორციელებული ერთობლივი კვლევები და სამეცნიერო ინიციატივები აჩვენებს, რომ ჩვენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების პოტენციალი სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია არა მხოლოდ არსებული დინამიკის შენარჩუნება, არამედ თანამშრომლობის მასშტაბების კიდევ უფრო გაფართოება.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სტუდენტთა მობილობის გაზრდაზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, მიიღონ უნიკალური ევროპული გამოცდილება, აითვისონ თანამედროვე ტექნოლოგიური და ბიზნესმიდგომები და ეს ცოდნა შემდგომში საქართველოს განვითარებას მოახმარონ. ამასთანავე, უაღრესად მნიშვნელოვანია პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივი კვლევითი აქტივობები, რაც ხელს უწყობს სამეცნიერო პროდუქტიულობის ზრდას და ორ უნივერსიტეტს შორის ცოდნის ტრანსფერს. მინდა მადლობა გადავუხადო პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მთელ გუნდს, ასევე ჩვენს გერმანელ კოლეგებს იმ ნაყოფიერი პარტნიორობისთვის, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს საერთო წარმატებას“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
ვიზიტის ფარგლებში, გერმანული დელეგაცია, რომელსაც ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი, დოქტორ ვილჰელმ ჰაუზერი ხელმძღვანელობს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „ხელისუფლება და საზოგადოება“ და ინგლისურენოვან ლექციებს დაესწრება.
მსგავსი
ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი სტუ-ში
„საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენი ფაკულტეტის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. ეს კავშირები მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, კვლევითი საქმიანობის გასაძლიერებლად და საგანმანათლებლო პროგრამების...
გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრისა და საერთაშორისო კონსულტანტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრის, საერთაშორისო კონსულტანტისა და გვირაბმშენებლობის სპეციალისტის, კანადური კომპანიის - “გეოტექნიკური ინჟინერია და...
იაპონური კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იაპონური ბიზნესკომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. დელეგაციის წევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტ, პროფესორ...
სტუ-ის რექტორის ვიზიტი CERN-ში – სამეცნიერო პარტნიორობის განვითარების ახალი ეტაპი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მხარდაჭერით ხორციელდება
„ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გააღრმაოს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გააფართოოს ქართველი მეცნიერებისა...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციას უმასპინძლა
თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაცია ეწვია....
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე COMET ექსპერიმეტის ხელმძღვანელს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, KEK-ის...
