ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- სტოქასტური ანალიზის და მათემატიკური მოდელირების განყოფილება: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (0.5 საშტატო ერთეული);
- სტოქასტური ანალიზის და მათემატიკური მოდელირების განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული);
- თერმო და ფოტოქრომული სტრუქტურების ლაბორატორია: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (0.5 საშტატო ერთეული);
- სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილება: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული);
- მათემატიკური კიბერნეტიკის განყოფილება: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტატო ერთეული).
განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 27 ნოემბრიდან – 30 ნოემბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევი №6 (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა), ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, პირველი სართული, ოთახი №130, საკონტაქტო პირი, გიორგი მუმლაძე, ტელ.: 598 42 98 33.
ინსტიტუტის სამეცნიერი საბჭოს მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსანტ(ებ)თან გასაუბრება და კენჭისყრა ჩატარდება 2026 წლის 02 დეკემბერს. კენჭისყრის შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება კენჭისყრის დასრულებისთანავე 02 დეკემბერს და გამოიკვრება ინსტიტუტში თვალსაჩინო ადგილზე და გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.
კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში/საკონკურსო კომისიაში მიიღება 2026 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა და განცხადება, კონკურსის ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.
- საკონკურსო პირობები
კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
ყველა ჩამოთვლილ სამეცნიერო თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;
ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში.
III. კონკურსის ჩატარების წესი
- კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე.
- საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (სამეცნიერო საბჭოს/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით), კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
- კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მსგავსი
პროფესორ კლაუს ჰიპის მორიგი ვიზიტი სტუ-ში
26 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტრადიციული ვიზიტით უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ცნობილი გერმანელი მეწარმე, მეცენატი და კომპანია HiPP-ის ხელმძღვანელი, პროფესორი კლაუს...
სტუ-ში ხელოვნური ინტელექტის თემაზე სამდღიანი სალექციო კურსი გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ააიპ „ხელოვნური ინტელექტის თაობამ“...
სტუ-ის სტუდენტებმა გერმანიაში კომპანია HiPP-ის მხარდაჭერით პროფესიული პრაქტიკა გაიარეს
21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანულ კომპანია HiPP-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ცნობილი გერმანელი მეწარმისა და...
„გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ – სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, აკაკი წერეთლის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების ინიციატივითა და ორგანიზებით, მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო...
სტუ-ის თამაშების გახსნითი ღონისძიება მოსალოდნელი უამინდობის გამო გადაიდო
ძვირფასო სტუდენტებო, გაცნობებთ, რომ მოსალოდნელი უამინდობის გამო, 25 ოქტომბერს, „ლისი ლემანსის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი სტუ-ის თამაშების გახსნის ღონისძიება გადაიდო. ღონისძიების ჩატარების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...